ავტორი:

"ყოფილი ქარხნის მუშა, დღეს მსოფლიოში ყველაზე გულუხვი დონორია COVID-19-თან ბრძოლაში" - რას წერს ივანიშვილზე The Telegraph

"ყოფილი ქარხნის მუშა, დღეს მსოფლიოში ყველაზე გულუხვი დონორია COVID-19-თან ბრძოლაში" - რას წერს ივანიშვილზე The Telegraph

„ყოფილი ქარხნის მუშა დღეს მსოფლიოში ყველაზე გულუხვი დონორია COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში, - ამ სათაურით აქვეყნებს The Telegraph-ი სტატიას, სადაც სტატიის ავტორი, გამოცემის ასოცირებული რედაქტორი კამილა ტომინეი წერს, რომ ბიძინა ივანიშვილი - ქართველი ბიზნესმენი და ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი 2012-2013 წლებში, COVID-19-თან ბრძოლაში სულ მოსახლეზე ყველაზე მსხვილი დონორია.

როგორც სტატიაშია აღნიშნული, მიუხედავად სხვა შემომწირველების თანხის ოდენობებისა, ერთ სულ მოსახლეზე ყველაზე სხვილი წვლილის შემტანი არის მილიარდერი. სტატიაში ნათქვამია, რომ 64 წლის მაგნატმა, რომლის ქონება საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის მესამედს შეადგენს, 30 მილიონი დოლარის ოდენობის შეწირულობა გაიღო, რაც 3,9 მილიონიანი მოსახლეობის ქვეყნაში სულ მოსახლეზე 7.51 დოლარს შეადგენს.

ავტორის თქმით, ხსენებულ სიაში, CIA World Factbook-ის ერთ სულ მოსახლეზე გათვლებისა და შენატანების შესახებ Forbes-ის მონაცემების თანახმად, მეორე ადგილზეა ავსტრალიელი ბიზნესმენი ენდრიუ ფორესტი, მეტსახელად Twiggy, რომელმაც გაიღო 25,5 მილიონი დოლარი, ანუ 3,93 დოლარი სულ მოსახლეზე. მესამე ადგილზეა Twitter-ის დამფუძნებელი ჯეკ დორსი, რომლის მილიარდი დოლარის ოდენობის შენატანი აშშ-ის სულ მოსახლეზე 3,01 დოლარია.

„Microsoft-ის დამფუძნებელი ბილ გეითსი და მისი მეუღლე მელინდა, რომელთა შენატანი 255 მილიონ დოლარს შეადგენს, სიაში მე-9 ადგილზე არიან. მას მოყვება Amazon-ის მფლობელი ჯეფ ბეზოსი და ტექნოლოგიური კომპანიის Dell Inc მფლობელი მაიკლ დელი (100-100 მილიონი დოლარი). დონორების სიაში მხოლოდ 2 ბრიტანელია: Bet365-ის დამფუძნებელი დენის კოუტსი (12,6 მილიონი დოლარი) და ვესტმინსტერის ჰერცოგი (15 მილიონი გირვანქა სტერლინგი). ქალები სიაში წარმოდგენილნი არიან მხოლოდ ლინ შუსტერმანითა და მისი ქალიშვილი - სტეისით, რომლებიც როტშილდის დინასტიის შთამომავლები არიან და ამჟამად ხელმძღვანელობენ ნავთობისა და გაზის კომპანიას Samson Energy-ს“, - ნათქვამია სტატიაში.

როგორც ავტორი აღნიშნავს, ისინი არიან მილიარდერები, რომლებმაც ქონების ტოლფასი სახსრები გაიღეს მსოფლიოში COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში დასახმარებლად.

LIVE "ნიუსრუმიდან" - გიგა ბოკერია

ვინ არის ივანიშვილის ნათესავი, რომელმაც ტენდერების მეშვეობით ბიუჯეტიდან 16 მლნ ლარზე მეტი მიიღო

არსებული ინფორმაციით, ზურაბ აბაშიძეს კორონავირუსი დაუდგინდა