ავტორი:

მოწმე ამბობს, რომ ჩაუსაფრდა და შემდეგ გაისროლა... ფიზიკურად ვერ მოასწრებდა მონასტრიდან გზაზე ჩასვლას - რას ყვება მამა დავით კობაიძის ადვოკატი

მოწმე ამბობს, რომ ჩაუსაფრდა და შემდეგ გაისროლა... ფიზიკურად ვერ მოასწრებდა მონასტრიდან გზაზე ჩასვლას - რას ყვება მამა დავით კობაიძის ადვოკატი

ყინწვისის მამათა მონასტრის დაკავებული წინამძღვრის, დავით (კობა) კობაიძის ადვოკატის, ალექსანდრე კობაიძის განცხადებით, საქმის მასალების მიხედვით, ბრალდებული დაზარალებულ სასულიერო პირს ჩაუსაფრდა და ამის შემდეგ გაისროლა, რაც, ადოკატის თქმითვე, სიმართლეს არ შეესაბამება.

როგორც „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში ალექსანდრე კობაიძე აცხადებს, საქმეში მხოლოდ ერთი - სამოქალაქო პირის ჩვენებაა, რომელიც აცხადებს, რომ გასროლა დავით კობაიძის მსგავსმა პირმა განახორციელა.

„საქმის მასალებიდან იკვეთება, რომ აღნიშნულ დანაშაულთან მამა დავითს არანაირი შემხებლობა არ აქვს, საქმის მასალებში არც დანაშაულის იარაღი არ მოიპოვება, ასევე არ არიან მოწმეები, რომლებიც მამა დავითის შესაძლო დანაშაულს დაადასტურებენ. მხოლოდ ერთი მოწმის ჩვენება გვაქვს, რომელიც ამბობს, რომ ცეცხლსასროლი იარაღით გასროლა განახორციელა მამა დავითის მსგავსმა ადამიანმა, სხვა არც ერთი მტკიცებულება საქმეში არ არის და ვერც იქნება, რადგან მამა დავითი თეორიულადაც რომ დავუშვათ, ფიზიკურად ვერ განახორციელებდა გასროლას. ვერ მოასწრებდა მონასტრიდან იმ გზაზე ჩასვლას და ჩასაფრებას, საიდანაც მამა საბა გადაადგილდებოდა. ბრალდების მხარე ავითარებს ამ ვერსიას, რადგან მამა დავითმა იცოდა, მამა საბა საით უნდა გადაადგილებულიყო, დიდი ალბათობით, მან განახორციელა ეს გასროლაო. საქმის მასალებში წერია, რომ მამა დავითი ჩაუსაფრდა. საქმეში არის ასევე მანქანა, ბრალდების მხარე ვარაუდობს, რომ ამ მანქანით მამა დავითი უნდა გადაადგილებულიყო“, - აცხადებს კობაიძე.

მისივე განმარტებით, დაზარალებულ სასულიერო პირსა და ბრალდებულს, არც ახლა და არც წარსულში დაპირისპირება არ ჰქონიათ. ადვოკატის თქმითვე, სიმართლეს არ შეესაბამება ვერსია, რომ ბრალდებულ სასულიერო პირს სხვა შემთხვევაში დანაც გამოუყენებია.

„დაზარალებული ამბობს, რომ მათ არანაირი კონფლიქტი არ ჰქონიათ და ვერც ექნებოდათ, ვინაიდან მათ ერთმანეთთან სულიერი კავშირი, მეგობრული ურთიერთობა აქვთ. საქმის მასალებით არ იკვეთება, რომ მათ რაიმე სახით კონფლიქტი ჰქონოდათ, ეს ვერსიებია, რომელიც გაჟღერდა, არც სხვა პირთან არ ჰქონია დაპირისპირება. დაზარალებულმა პოლიციას მეორე დღეს მიმართა, აინტერესებდა რა მოხდა და ამის შემდეგ დაიწყო გამოძიება“, - აცხადებს კობაიძე.

ცნობისთვის, დავით (კობა) კობაიძეს ბრალი ოფიციალურად გუშინ წაუყენეს. გამოძიების ინფორმაციით, რამდენიმე დღის წინ, დაკავებულმა დავით (კობა) კობაიძემ გორის რაიონის სოფელ რიეთის საავტომობილო გზაზე გადაადგილებისას, სავარაუდოდ, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა დაზარალებულის მართვის ქვეშ მყოფ ავტომანქანას, რის შემდგომაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სასულიერო პირი განზრახ მკვლელობის მცდელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გრძელდება, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს.

გუდაურში მკვლელობისთვის ბრალდებული მერაბ კობიაშვილის მიმართ ჯგუფური ძალადობის ფაქტზე, 6 პირს ბრალი წაუყენეს

რძლის თვითმკვლელობის მცდელობამდე მიყვანისა და მუქარის ბრალდებით, დედამთილი დააკავეს

გუდაურის მკვლელობის საქმე: მერაბ კობიაშვილს ბრალი დაუმძიმდა