ავტორი:

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრსა და მის საცოლეს ვაჟი შეეძინათ - წყვილმა ცოტა ხნის წინ COVID-19 გადაიტანა

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრსა და მის საცოლეს ვაჟი შეეძინათ - წყვილმა ცოტა ხნის წინ COVID-19 გადაიტანა

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრსა და მის საცოლეს, კერი საიმონდს ვაჟი შეეძინათ. ამის შესახებ BBC წერს. პრემიერისა და მისი საცოლის წარმომადგენელი ამბობს, რომ დედა და შვილი თავს კარგად გრძნობენ.

მისივე ცნობით, ბავშვი დღეს დილით ლონდონის ერთ-ერთ კლინიკაში გაჩნდა და ის ჯანმრთელი ბიჭია.

"პრემიერ მინისტრსა და ქალბატონ საიმონდს სურთ მადლობა გადაუხადონ ჯანდაცვის ეროვნული სერვისის ექიმთა გუნდს“ - ამბობს ჯონსონის წარმომადგენელი.

BBC-ის ცნობით, 55 წლის ბორის ჯონსონმა და 32 წლის საიმონდსმა მარტის დასაწყისში განაცხადეს, რომ ბავშვს ელოდებოდნენ. წყვილი გასული წლის ზაფხულში დაინიშნა. როგორც გამოცემა წერს, ჯონსონი და საიმონდსი პირველი დაუქორწინებელი წყვილია, რომელიც დაუნინგ სტრიტზე საცხოვრებლად გადავიდა. (ეს არის ისტორიული ქუჩა ლონდონში, სადაც მინისტრთა კაბინეტის წარმომადგენლები ცხოვრობენ).

ბორის ჯონსონისთვის ეს პირველი შვილი არ არის. ის აქამდე ოთხი შვილის მამა იყო. მისი შვილები არიან ლარა, კასია, მილო არტური და თეოდორ აპოლო ჯონსონები.

აღსანიშნავია, რომ ბორის ჯონსონს რამდენიმე კვირის წინ კორონავირუსი დაუდგინდა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა საკმაოდ რთული იყო. ჯონსონი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში იყო მოთავსებული, თუმცა ვირუსი დაამარცხა და სამსახურს გასულ ორშაბათს დაუბრუნდა. კორონავირუსის სიმპტომები ჰქონდა მის საცოლესაც. მოგვიანებით მან "ტვიტერზე" დაწერა, რომ კორონავირუსი გადაიტანა.

ბორის ჯონსონი საიდუმლოდ დაქორწინდა - წყვილი ქორწილს მომდევნო ზაფხულს გადაიხდის (ფოტო)

ქეით მიდლტონი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა

"ობოლი ბავშვები მაღაროებსა და ფერმებში საკუთარი სურვილით მუშაობენ" - ჩრდილოეთ კორეის ახალი ამბების ცენტრალური სააგენტო (ფოტოები)