ავტორი:

რატომ არის ანემია საყურადღებო და რა კავშირი აქვს მას იმუნურ სისტემასთან?

რატომ არის ანემია საყურადღებო და რა კავშირი აქვს მას იმუნურ სისტემასთან?

ანემია მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა და მჭიდრო კავშირშია ორგანიზმის მნიშვნელოვან ფუნქციებთან, მათ შორის იმუნური სისტემის ფუნქციონირებასთან. რკინის დეფიციტის უყურადღებოდ დატოვებამ, შეიძლება მრავალი სერიოზული პრობლემა შეუქმნას ჩვენს ჯანმრთელობას.

რკინადეფიციტური ანემიის შესახებ გვესაუბრება ჰემატოლოგიისა და ტრანსფუზიოლოგიის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე სამკურნალო დარგში, თსსუ პროფესორი ნანა ლოლაშვილი

ქალბატონო ნანა, როდის ვითარდება ანემია და რა ფუნქცია აკისრია ჰემოგლობინს?

ჰემოგლობინის ფუნქცია მოკლედ ასე შეგვიძლია გამოვხატოთ: ჰემოგლობინის საშუალებით ორგანიზმი ჟანგბადით მარაგდება. ორგანიზმში მიმდინარე პროცესების უმრავლესობა კი სწორედ ჟანგბადის მოხმარებაზეა დაფუძნებული. როდესაც ჰემოგლობინში შემავალი რკინის რაოდენობა მცირდება, ჰემოგლობინის ფუნქცია ირღვევა და სწორედ ამ დროს ვითარდება რკინადეფიციტური ანემია.

რკინადეფიციტური ანემია ყველაზე ხშირად (80-90% ში) გვხვდება ანემიებს შორის და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზმაციის მონაცემებით ყველაზე გავრცელებულ დაავადებათა შორის პირველ ადგილს იკავებს.

არსებობს თუ არა კავშირი რკინის მარაგსა და იმუნიტეტს შორის?

დიახ, არსებობს. რადგანაც რკინის დეფიციტი იწვევს იმუნიტეტის დაქვეითებას ყველა დონეზე. რაც განაპირობებს ორგანიზმის თავდაცვის რეაქციების შესუსტებას. თუ პაციენტს აქვს ანემია, რკინის დეფიციტის აღმოფხვრის შემდეგ იმუნიტეტი ნორმას უბრუნდება ყოველგვარი დამატებითი ჩარევის გარეშე.

რა იწვევს რკინადეფიციტულ ანემიას?

  • სხვავდასხვა მიზეზით გამოწვეული სისხლდენა. მაგალითად, საშვილოსნოდან განვითარებული სისხლდენა
  • რკინის გაძლიერებული ხარჯვა, რომელიც დამახასიათებელია ორსულობის, ლაქტაციის, გარდატეხის ასაკში სწრაფი ზრდის პერიოდში, დიდი ფიზიკური და გონებრივი დატვირთვისას, ჭიებით ინვაზიისას.
  • რკინის შეწოვის დაქვეითება: გასტრიტის, კოლიტის, კუჭისა და წვრილი ნაწლავის რეზექციის შედეგად
  • რკინით, ვიტამინებით და ცილებით ღარიბი ერთფეროვანი კვება

როგორ ამოვიცნოთ ანემია, რა ნიშნებით ხასიათდება ის და რა სიმპტომებს უნდა მივაქციოთ ყურადღება?

ანემია უფრო მეტად გაზაფხულის პერიოდში იჩენს თავს და მისთვის დამახასიათებელი სიმპტომები ადვილად ამოსაცნობია. ანემიის დროს ავადმყოფები უჩივიან საერთო სისუსტეს, ადვილად დაღლას, თავის ტკივილს, თავბრუსხვევას, მეხსიერების დაქვეითებას, გულის ფრიალს, ქვემო კიდურების შეშუპებას, ადვილ აგზნებადობას, უძილობას, თმების ცვენას, ფრჩხილების მტვრევას, შარდის შეუკავებლობას ხველებისა და სიცილის დროს.ზოგჯერ ვითარდება ისეთი უცნაური ნიშნები როგორიცაა: ყნოსვისა და გემოვნების გაუკუღმართება, ავადმყოფებს მოსწონთ ბენზინის, საპნის, აცეტონის სუნი. აღსანიშნავია, რომ გემოვნების გაუკუღმართება, მხოლოდ რკინადეფიციტური ანემიისთვის არის დამახასიათებელი. ადამიანს უჩნდება ცარცის, მიწის, უმი ფარშის, ბურღულეულის და ა.შ ჭამის მოთხოვნილება.

არის თუ არა ანემიისთვის დამახასიათებელი რისკის ჯგუფების არსებობა?

ქალებს რეპროდუქციულ ასაკში ორჯერ მეტი რკინა სჭირდებათ ვიდრე მამაკაცებს. შესაბამისად ანემია უმეტესწილად ქალების ხვედრია, ასევე მინდა გამოვყო ორსულობის პერიოდი. თუმცა ქალებთან ერთად დაავადების რისკის ჯგუფს მიეკუთვნებიან ბავშვები და მოზარდები.

რატომ არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ორსულებისათვის ჰემოგლობინის მაჩვენებლის კონტროლი?

ორსულობისას მოთხვნილება რკინაზე მკვეთრად იმატებს, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ორსულობის დასაწყისში ორსულს არ ჰქონდეს ანემია. მეორე ტრიმესტრში (ორსულობის მე IV-VI თვე) რკინაზე მოთხოვნილება 2-ჯერ არის მომატებული, ხოლო მესამე ტრიმესტრში (ორსულობის VI-IX თვე) - 3 ჯერ. სამწუხაროდ ორსულობის პერიოდში ხშირად ვითარდება ანემია რამაც შეიძლება გამოიწვიოს ორსულობისა და მშობიარობის მიმდინარეობის გართულება, ახალშობილთა ავადობა, განსაკუთრებით ინფექციური დაავადებების კუთხით.ორსულობის დროს რკინის გაზრდილი მოხმარების გამო, დიდი რაოდენობით რკინა იკარგება და მისი რაოდენობის შევსებას ფიზიოლოგიურ პირობებში 2 წელი სჭირდება. ამიტომ ორსულობებს შორის 2 წელზე ნაკლები ინტერვალის და ტყუპი ნაყოფის შემთხვევაში განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ ანემიის განვითარების საფრთხეს.

შესაძლებელია თუ არა დაბალი ჰემოგლობინის (რკინადეფიციტური ანემია) გამოსწორება მხოლოდ კვებით?

საკვების საშუალებით ჩვენ მხოლოდ იმ დღისთვის საჭირო ან ცოტა მეტი რკინის მიღება შეგვიძლია. ცხოველური საკვები პროდუქტებიდან (მაგალითად წითელი ხორცი) ჩვენ ვიღებთ მისი შემადგენელი რკინის 30%-ს, მცენარეულიდან კიდევ უფრო ცოტას : მხოლოდ 3-5%-ს. არსებობს პროდუქტები, რომლებიც ხელს უშლიან საკვებიდან რკინის შეწოვას ესენია: ყავა, ჩაი, რძე, ცხიმიანი ხორცი, კალციუმის პრეპარატები, ამიტომ ჩვენ პაციენტებს ვურჩევთ ისინი მიიღონ კვებიდან 2 საათის შემდეგ. კვებით ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ შევინარჩუნოთ რკინის დონე, თუმცა მკურნალობას კვების კორექციით ვერ მოვახდენთ.

როგორ ხდება ანემიის მკურნალობა?

ანემიის სამკურნალოდ უპირატესობა პერორალურ, ანუ დასალევ პრეპარატებს ენიჭება. სრულყოფილი ეფექტისთვის მკურნალობა დაახლოებით 3 თვის განმავლობაში გრძელდება.რკინის პრეპარატებს შორის გამოვყოფდი ფერუმ-ლეკს, მიზეზი მარტივია: როდესაც ანემიას ვმკურნალობთ, პრეპარატის შერჩევისას რამოდენიმე ფაქტორს ვაქცევთ ყურადღებას: ხარისხს, მყარ ეფექტს, უსაფრთხოებას და ნაკლებ გვერდით მოვლენებს. ყველა ამ თვალსაზრისით ეს პრეპარატი ნამდვილად გამოცდილი და გამორჩეულია. მაგალითად, როდესაც პაციენტი სვამს ფერუმ - ლეკს, არ არსებობს შემთხვევითი მოწამვლის რისკიც კი, ვინაიდან შეიწოვება რკინის მხოლოდ ის რაოდენობა, რომელიც ესაჭიროება ორგანიზმს2. აღნიშნული თვისებების გამო ფერუმ-ლეკის დანიშვნა შესაძლებელია ნებისმიერი ტიპის პაციენტთან, მათ შორის ორსულობის პერიოდშიც (ორსულობის IV თვიდან, ანუ მეორე ტრიმესტრიდან). პაციენტისთვის მოსახერხებელია ისიც, რომ ფერუმ-ლეკი არ ურთიერთქმედებს საკვებთან და სხვა პრეპარატებთან, ამიტომ მისი მიღება არ არის დამოკიდებული კვებასა და სხვა პრეპარატების მიღებაზე. ტაბლეტის და სიროფის ფორმის არსებობა საშუალებას გვაძლევს გამოვიყენოთ ის როგორც მოზრდილებში, ასევე ბავშვებშიც. ფერუმ ლეკი გამოიყენება როგორც სამკურნალოდ, ასევე პროფილაქტიკის მიზნით.

დროულად დიაგნოსტირებული და სწორად ნამკურნალები რკინადეფიციტური ანემია განკურნებადია და თავიდან აგვაცილებს ჯანმრთელობის მრავალ სერიოზულ გართულებას.

1.https://www.ncbi.nlm.nih.gov/pmc/articles/PMC1924983/ 2. PiL of Products

R

“კამპა” ყოველი გაყიდული წვენიდან თანხის ნაწილს StopCoV ფონდში გადარიცხავს

Mastercard-ი საქართველოს მასშტაბით, მედპერსონალის უფასო, ინდივიდუალურ ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს

Galaxy A51: საუკეთესო ბიუჯეტური სმარტფონი Samsung-ისგან