ავტორი:

თვითდასაქმებულების რა კატეგორიას არ მოუწევს სამუშაოდან ცნობის წარდგენა 300-ლარიანი დახმარების მისაღებად?

თვითდასაქმებულების რა კატეგორიას არ მოუწევს სამუშაოდან ცნობის წარდგენა 300-ლარიანი დახმარების მისაღებად?

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამილა ბარკალაიას განცხადებით, თვითდასაქმებულებს, რომლებიც რეგისტრირებულები არიან შემოსავლების სამსახურის ვებ გვერდზე, ერთჯერადი 300 - ლარიანი დახმარების მისაღებად, არ მოუწევთ ეკონომიკური საქმიანობის დამადასტურებელი ცნობის წარდგენა.

როგორც მინისტრის მოადგილემ უწყების გეგმის მეორე ეტაპის პრეზენტაციაზე განაცხადა, ამ ეტაპზე შემოსავლების სამსახურში აღრიცხული ასეთი 150 000 თვითდასაქმებულია.

"თვითდასაქმებულების შემთხვევაში არის ორი კატეგორიის ბენეფიციარები. არიან თვითდასაქმებულები, რომლებიც რეგისტრირებულები არიან შემოსავლების სამსახურის ვებ გვერდზე. ეს არის ინდივიდიალური მეწარმე, მცირე მეწარმე, ფიქსირებული გადასახადის გადამხდელები, რომლებიც უკვე დაიდენტიფიცირებული ჰყავს სახელმწიფოს და ასეთი ადამიანების რაოდენობა ამ ეტაპზე არის დაახლოებით 150 000. ამ ადამიანებს ასევე დაეგზავნებათ შემოსავლების სამსახურის ვებ გვერდზე ინფორმაცია, რომ ისინი არიან ამ დახმარების მიმღებები და შესაბამისად, მათ არ მოუწევთ ეკონომიკური საქმიანობის დამდაასტურებელი რაიმე ცნობის მოძიება და ცნობის მოტანა. მათი მხრიდან საკმარისი იქნება მხოლოდ ანგარიშის ნორმის წარდგენა“, - განაცხადა ბარკალაიამ.

რაც შეეხება ბენეფიციარების მეორე კატეგორიას, რომლებიც არ არიან რეგისტრირებული შემოსავლების სამსახურში, ბარკალაიას განცხადებით, მათ მოუწევთ დამატებითი საბუთის წარდგენა.

„რაც შეეხება მეორე კატეგორიას, ეს არიან ფიზიკური პირები, რომლებიც ეწევიან ეკონომიკურ საქმიანობას პირველი კვარტლის განმავლობაში, თუმცა არ არის რეგისტრირებულები შემოსავლების სამსახურში ან ნებისმიერი სხვა ფორმალური აღრიცხვა მათი არ არსებობს, ამ შემთხვევაში, მათ დასჭირებათ დამატებითი საბუთის წარდგენა“, - განაცხადა ბარკალაიამ.

მესტიაში, სოფელ იდლიანთან, მთის ფერდობზე გაჩენილი ხანძრის ლოკალიზება ამ დრომდე ვერ ხერხდება

გამოცდების განრიგი და წესები, რომლებიც აბიტურიენტებმა უნდა გაითვალისწინონ - დღეს ერთიანი ეროვნული გამოცდები იწყება

მესტიაში, სოფელ იდლიანთან მთის ფერდობზე ხანძარია