გამოკითხვაში, რომელიც გამომცემლობა „პალიტრა L-მა“ რამდენიმე დღის წინ დაიწყო, უკვე 10 000-ზე მეტი ადამიანი ჩაერთო.
გამომცემლობამ გადაწყვიტა, ამჯერად, პრესასთან ერთად, სპეციალურ ფასად გახადოს ხელმისაწვდომი ბოლო წლების ბესტსელერები - წიგნები, რომლებიც, ხანგრძლივი დროის განმავლობაში ინარჩუნებს პოპულარობას; მკითხველს კი, მისცა შესაძლებლობა, თავად აირჩიოს სასურველი ლიტერატურა.
გამოკითხვის შედეგები, ამჟამინდელი მონაცემებით, ასეთია:
1. ელიფ შაფაქის „სიყვარულის ორმოცი წესი“;
2. ჯერომ სელინჯერის „თამაში ჭვავის ყანაში“;
3. აგათა კრისტის „მკვლელობა ანბანის მიხედვით“;
4. სუადი „ცოცხლად დამწვარი“;
5. ჯეინ ოსტინის „გონება და გრძნობა“.
ხმის მიცემა გრძელდება. მკითხვეს შეუძლია აირჩიოს ის წიგნები, რომელთა შეძენასაც, ხელმისაწვდომ ფასად ისურვებს. ხმის მიცემით შერჩეული წიგნები, 4 მაისიდან, გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ერთად გაიყიდება.