ავტორი:

კორონავირუსით ინფიცირებული ბრიტანელი ცოლ-ქმარი ერთ დღეს გარდაიცვალა - "როცა ცოლის სიკვდილზე შეიტყო, ჟანგბადზე უარი თქვა..."

კორონავირუსით ინფიცირებული ბრიტანელი ცოლ-ქმარი ერთ დღეს გარდაიცვალა - "როცა ცოლის სიკვდილზე შეიტყო, ჟანგბადზე უარი თქვა..."

63-წლიანი თანაცხოვრების შემდეგ, ბრიტანელი ცოლ-ქმარი ერთ დღეს გარდაიცვალა კორონავირუსის ინფექციის გამო. ბილ დართნელი 90 წლის იყო, ხოლო მისი მეუღლე 81-ის. ბილი თავისი ცოლის გარდაცვალებიდან რამდენიმე საათში წავიდა ამ ქვეყნიდან. სიყვარულის სევდიანი ისტორიის შესახებ BBC წერს.

წყვილი საუთჰემპტონის კლინიკაში მკურნალობდა. მათი ქალიშვილი როზმარი ამბობს, როდესაც მამამ მეუღლის გარდაცვალებაზე შეიტყო, ჟანგბადის მიღებაზე უარი თქვა და სასუნთქი აპარატი მოიხსნა.

"მას დედაჩემის გარეშე სიცოცხლე არ სურდა“, - ამბობს წყვილის ქალიშვილი.

წყვილი საუთჰემპტონის მოხუცთა თავშესაფარში ცხოვრობდა, სადაც მარტის დასაწყისში კორონავირუსის სიმპტომები აღმოაჩნდათ და ტესტსაც დადებითი შედეგი ჰქონდა.

"ერთი გუნდი იყვნენ. ერთად ყოფნა სურდათ და ერთად დაგვტოვეს. საშინელებაა მშობლების დაკარგვა, მაგრამ მათი განცალკევება წარმოუდგენელი იყო. მათი ხელები მუდამ გადაჯაჭვული იყო“, - ამბობს როზმარი.

მისივე თქმით, მშობლები შრომისმოყვარეები იყვნენ და ცდილობდნენ საქმე განსხვავებულად ეკეთებინათ, არ მისდევდნენ წესებს.

"განსაკუთრებული ადამიანები იყვნენ თავიანთი შრომისმოყვარეობით და ცხოვრებისადმი დამოკიდებულებით“, - ამბობს გარდაცვლილი წყვილის ქალიშვილი.

როზმარის თქმით, შვილებს კლინიკაში მშობლების მონახულების შესაძლებლობა არ ჰქონდათ

წყვილს მეორე შვილი, ანაც ჰყავთ, რომელიც მამას ნამდვილ გენიოსს უწოდებს.

ცოლ-ქმარი მეფუტკრეები იყვნენ. როგორც "ბიბისი“ წერს, ბილ დართნელი წლების წინ ბრიტანეთის მეფუტკრეობის ასოციაციის პრეზიდენტად მუშაობდა და მან ზედმიწევნით კარგად იცოდა ფუტკარზე ზრუნვის წესები.

"აშშ-ს აქვს მტკიცებულებები, რომ ჩინეთმა ყველაფერი გააკეთა კორონავირუსთან დაკავშირებული სიტუაციის  დასამალად" - მაიკ პომპეო

რუსეთში მესამე ექიმმა სცადა თვითმკვლელობა - "ამბობდა, რომ COVID-19 დაუდასტურდა, მაგრამ იძულებული იყო ემუშავა"

"ჩინეთმა კორონავირუსზე მონაცემები განზრახ დამალა" - რა წერია მსოფლიოს 5 დიდი ქვეყნის სპეცსამსახურების საგამოძიებო დოკუმენტში