ავტორი:

"ყოფას გიტირებ" იყო ნათქვამი... იარაღი შემთხვევით გაუვარდა" - დავით ცინარიძის ადვოკატი

"ყოფას გიტირებ" იყო ნათქვამი... იარაღი შემთხვევით გაუვარდა" - დავით ცინარიძის ადვოკატი

ოჯახური ძალადობის ბრალდებით დაკავებული საპატრულო პოლიციის ყოფილი უფროსის, დავით ცინარიძის ადვოკატი კახა ხვისტანი აცხადებს, რომ ბრალდებულს მეუღლისთვის ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიუყენებია.

როგორც კახა ხვისტანი „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში აცხადებს, შემთხვევის დღეს დავით ცინარიძე ნასვამი იყო, მეგობრის დაბადების დღეზე დალია და მეუღლესთან მხოლოდ მცირე შეკამათება მოუვიდა.

"პროკურატურის მიერ გადმოცემული საქმის მასალებით, დავით ცინარიძის მხრიდან მის მეუღლეზე ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტი არ დასტურდება. სიტყვიერი შეკამათება იყო, რასაც სისხლის სამართლებრივი დანაშაულის არანაირი შემადგენლობა არ აქვს. სიცოცხლის ხელყოფით მუქარა აბსოლუტური ტყუილია - „ყოფას გიტირებ“ იყო ნათქვამი.

წინმსწრებით არ მინდა ის ინფორმაცია გავცე, რისი გავრცელების უფლებაც არ მაქვს, მაგრამ საზოგადოება მალე ნახავს, რომ დავით ცინარიძე ამ ბრალდებაში აბსოლუტურად გამართლდება. დათოს იარაღი შემთხვევით რომ გაუვარდა, ამას თვით მისი მეუღლეც ადასტურებს და პროკურატურას ეს ინფორმაცია საიდან მოაქვს, ჩემთვის გაურკვეველია. ნასვამი იყო, ამას თავადაც ადასტურებს, რამდენიმე ჭიქა ჰქონდა დალეული მეგობრის დაბადების დღეზე“, - განაცხადა ხვისტანმა.

მისივე განმარტებით, დავით ცინარიძესა და მის მეუღლეს შორის უთანხმოება ელემენტარულ საკითხზე მოხდა. ადვოკატის თქმითვე, მეუღლეებს შორის შეკამათებას ცინარიძის გერიც შეესწრო, რომელიც ორჯერაა გამოკითხული.

„მოწმე ცინარიძის გერია, რომელიც აბსოლუტურად ობიექტურ ინფორმაციას იძლევა და ამ ინფორმაციიდანაც ირკვევა, რომ მეუღლეებს შორის რაიმე სახის კონფლიქტს, როგორც ამას ბრალდების მხარე აცხადებს, რომ თვეები გრძელდებოდა, ადგილი არ ჰქონია. კონფლიქტი იმდენად უმნიშვნელო რაღაცის გამო მოხდა, რაც ნებისმიერ ოჯახში შეიძლება მილიონჯერ მოხდეს. მე არ ვამბობ, რომ მეუღლეებს შორის დავა სასურველია, მაგრამ ყველა დავა, ელემენტარული შეკამათება სისხლისამართლებრივი კვალიფიკაციით რომ შევაფასოთ, ჩავთვალოთ, რომ ქუჩაში ყველა პოტენციური დამნაშავე დავდივართ“, - განაცხადა ხისტანმა წაიკითხეთ ვრცლად

მკვლელობა თბილისში - მამაკაცის ცხედარი ყაზბეგის გამზირზე იპოვეს

გუდაურში მკვლელობისთვის ბრალდებული მერაბ კობიაშვილის მიმართ ჯგუფური ძალადობის ფაქტზე, 6 პირს ბრალი წაუყენეს

რძლის თვითმკვლელობის მცდელობამდე მიყვანისა და მუქარის ბრალდებით, დედამთილი დააკავეს