ავტორი:

გორში ინფიცირებული მედდას კონტაქტი 80-მდე ადამიანთან ჰქონდა - ყველა მათგანი თვითიზოლაციაში გადავიდა

გორში ინფიცირებული მედდას კონტაქტი 80-მდე ადამიანთან ჰქონდა - ყველა მათგანი თვითიზოლაციაში გადავიდა

გორის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის დადასტურებულ ოთხ ინფიცირებულთან კონტატში მყოფი 23 პირის ნიმუშები ლუგარის ლაბორატორიაში დღეს გაიგზავნა. აღნიშნულის გარდა, სამხედრო ჰოსპიტალის კოვიდინფიცირებულ მედდასთან კონტაქტში მყოფი 80 პირი თვითიზოლაციაშია.

შიდა ქართლის გუბერნატორის ინფორმაციით, ლუგარის ლაბორატორიაში გაგზავნილი ნიმუშების პასუხების მიხედვით მოხდება შემდგომი გადაწყვეტილებების მიღება.

"ამ დროისთვის, გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში 4 პირია ინფიცირებული, 23 ადამიანის ნიმუშები კი, ლუგარის ცენტრშია გაგზავნილი. გარდა ამისა, პირველ ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი 80-მდე ადამიანი თვითიზოლაციაში იმყოფება.

გაგზავნილი ნიმუშების პასუხები ხვალ გახდება ცნობილი და შესაბამისად, ეპიდემიოლოგებთან კონსულტაციების საფუძველზე, სწორედ ხვალ მივიღებთ შემდგომი ზომების გატარების გადაწყვეტილებას.

იმ შემთხვევაში, თუ ეპიდემიოლოგების შეფასებით მდგომარეობა გარკვეულ რისკებთან იქნება დაკავშირებული, ადგილობრივი შტაბი ცენტრალურ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან შეთანხმებით მიიღებს ზომების გამკაცრების გადაწყვეტილებას" - განაცხადა გიგი ხოჯევანიშვილმა.

კორონავირუსით ინფიცირება თავდაცვის სამინისტროს გორის სამხედრო ჰოსპიტალის მედდას გუშინ დაუდასტურდა. დღეს კი, მასთან კონტაქტში მყოფი კიდევ სამი პირის ნიმუშები აღმოჩნდა დადებითი. ინფიცირებულთა შორის 2 მცირეწლოვანი ბავშვია.

56 სამედიცინო დაწესებულება სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობას აღარ გააგრძელებს

საქართველოში კორონავირუსისგან უკვე 184 ადამიანი გამოჯანმრთელდა

"7-11-21"- ყველაზე იღბლიანი რიცხვების კომბინაცია - #დარჩისახლში, გაერთე და მოიგე 50 000 ლარი!