ავტორი:

"დასავლეთის ექსპერიმენტი №2" - როგორ ეხმაურებიან რუსი ინტერნეტმომხმარებლები და მედია მიხეილ სააკაშვილის უკრაინულ კარიერას

"დასავლეთის ექსპერიმენტი №2" - როგორ ეხმაურებიან რუსი ინტერნეტმომხმარებლები და მედია მიხეილ სააკაშვილის უკრაინულ კარიერას

უკრაინაში განვითარებული პოლიტიკური პროცესებიდან ირკვევა, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი უკრაინაში ვიცე-პრემიერის პოსტზე აღარ დაინიშნება.

თუმცა, უკრაინულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ პრეზიდენტმა ზელენსკიმ სააკაშვილისთვის სხვა თანამდებობის შეთავაზება გადაწყვიტა. შესაძლოა, მმართველმა პარტიამ მისი კანდიდატურა ისევ ოდესაში წარადგინოს.

მიხეილ სააკაშვილის გარშემო მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს აქტიურად ადევნებს თვალს რუსული მედია და სტატიას სტატიაზე უძღვნის.

"საქართველოს ექს-პრეზიდენტი და ოდესის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი, რომლის დანიშვნასაც უკრაინაში რეფორმების საკითხებში ვიცე-პრემიერად აპირებდნენ, ამ პოსტს ვეღარ მიიღებს. მას სხვა თანამდებობას შესთავაზებენ. არადა, ადრე სააკაშვილი აცხადებდა, რომ უკრაინის ლიდერმა მას თავად შესთავაზა ვიცე-პრემიერობა. მის კანდიდატურას რადას დეპუტატებმა მხარი არ დაუჭირეს, უფრო სწორად, ეს საკითხი ოფიციალურად არც განუხილავთ" - წერს გამოცემა РИА Новости.

“სააკაშვილი უკრაინაში ახალი ექსპერიმენტისთვის სჭირდებათ" - ასე ეხმაურება ВЗГЛЯД.РУ უკრაინაში ქართველი პოლიტიკოსის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს:

"ის იყო ქვეყნის ლიდერი და რეკორდული რეიტინგი ჰქონდა, რეფორმების სახე გახდა, თუმცა შემდეგ ომი წააგო, ოპოზიციაზე ილაშქრებდა, საზოგადოების აღშფოთება გამოიწვია და ბოლოს, იძულებული გახდა, ქვეყანა დაეტოვებინა... თუმცა, ყველა შემთხვვაში, სახელმწიფოს ლიდერი იყო, რომელსაც მის დროს მიღწევები ჰქონდა. მან პატარა, ღარიბ ქვეყანაზე პასუხისმგებლობა აიღო..." - წერს სტატიის ავტორი, ექსპერტი ვასილი სტოიაკინი, რომელიც პოლიტიკური მარკეტინგის ცენტრის დირექტორია.

ავტორი 2003 წლის "ვარდების რევულუციაში" სორისის წვლილზე საუბრობს და დასძენს, რომ “მსოფლიოში, გლობალისტების ექსპერიმენტები დასრულდა".

გაზეთი Коммерсантъ-ი კი წერს, რომ სააკაშვილს უპოვეს ახალი ადგილი, რაც რეფორმებთან არის დაკავშირებული, თუმცა, სავარაუდოდ, ბევრად დაბალი პოზიცია ექნება, ვიდრე ვიცე-პრემიერის თანამდებობაა.

"შესაძლოა, ის რეფორმების საკითხში სახელმწიფო საბჭოს წევრი გახდეს..." - წერს გამოცემა, რომელიც ასევე იუწყება, რომ ეს არის საკონსულტაციო-მრჩეველთა ორგანო.

მიხეილ სააკაშვილის უკრაინული პოლიტიკური კარიერა რუსი ინტერნეტმომხმარებლების ინტერესის საგანიცაა.

"სოროსის პროექტებზე საუბრობს ჩვენი მედია, რომელიც 20 წელია პუტინის ხელისუფლებას ეგუება... ნეტა ჩვენთანაც განეხორციელებინა რამე ექსპერიმენტი, ახლა სხვანაირად ვიცხოვრებდით, ვირუსისგან დახოცილებს არ დავმალავდით და დასავლეთისკენ თითს კი არ გავიშვერდით, ადამიანებს ვუმკურნალებდით..." - წერს ინტერნეტმომხმარებელი რომან ბოიტკო.

"სხვების მინუსებზე საუბრობენ მაშინ, როდესაც რუსეთში ოპოზიციონერებს პირდაპირ ქუჩაში ხვრეტენ, ან გამუდმებით ციხეში ჰყავთ. სწორად მივდივართ, მთავარია, დასავლეთისკენ არ ავიღოთ გეზი, დანარჩენი ჭაობშიც ჩავრჩენილვართ" - წერს ვალერია ოკრინა.

"დასავლეთის ექსპერიმენტი #2 - უკრაინა! არადა, ნეტა საქართველოს ექსპერიმენტიც არ ყოფილიყო, 2003 წელს, ახლა ისევ მეგობრულად ვიქნებოდით... ვითომ ლიბერალები, ხალხებს შორის შუღლის ჩამოგდებით ვითომ დემოკრატიას აშენებენ, სინამდვილეში საკუთარი ინტერესები ამოძრავებთ. კარგია, თუ უკრაინაში მიხვდნენ, რომ სააკაშვილი არ სჭირდებათ, ყველგან ინტრიგა და განხეთქილება შეაქვს" - წერს ვიტალი მარდაშოვი.

"მიშიკოს გახდომა მოუწევს: სავარძელი პატარა მოუვა" - წერს РИА Новости-ის კომენტარებში ინტერნეტმომხმარებელი "ფონ შტირლიცი".

სუსი საოკუპაციო ძალების მიერ 21 წლის მამაკაცის გატაცების ფაქტს ადასტურებს

პრემიერი გიორგი შაქარაშვილის საქმეს ეხმაურება

LIVE "ნიუსრუმიდან" - ეკა ბესელია