ავტორი:

პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში ექიმის დაინფიცირების შესახებ ინფორმაციას უარყოფენ

პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში ექიმის დაინფიცირების შესახებ ინფორმაციას უარყოფენ

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მათი ექიმის დაინფიცირების შესახებ ინფორმაციას არ ადასტურებენ. როგორც „ინტერპრესნიუსს“ კლინიკის სამედიცინო დირექტორმა, ლალი ტურძელაძემ განუცხადა, თსსუ-ს პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში კორონავირუსის დიაგნოზით რამდენიმე მედიკოსი მკურნალობს, თუმცა მათი ექიმი არც ერთი არ არის.

რაც შეეხება ინფორმაციას, რომ კლინიკა კარანტინის რეჟიმში მუშაობაზე გადავიდა, ტურძელაძის განმარტებით, საუნივერსიტეტო კლინიკა ისედაც აღნიშნულ რეჟიმში მუშაობდა.

"ჩვენი კლინიკის ექიმს კორონავირუსი არ აქვს და ისე ჩვენთან ბევრი მედიკოსი წევს სხვადასხვა კლინიკიდან.

კარანტინს რაც შეეხება, ჩვენს კლინიკაში ისედაც არის კარანტინი - დღეს შევცვალეთ „სტაფი“, რომელიც ბოლო 2 კვირა მუშაობდა. ტესტები გავუკეთეთ, ყველა უარყოფითია და ბინაზე გავუშვით. ახლა ახალი ნაკადი შემოვიყვანეთ შემდეგი 2 კვირით, შესაძლოა, 10 დღით დავტოვოთ. ამათაც ჩავუტარეთ ტესტირება.

ასეთ რეჟიმში ვმუშაობთ, ტესტირებებს ვაკეთებთ, ახალი არაფერია. ჩვეულ რეჟიმში განვაგრძობთ მუშაობას, უბრალოდ „სტაფი“ შევცვალეთ“, - განაცხადა ტურძელაძემ.

ამასთან, გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმაც. როგორც რატიანმა „პალიტრანიუსს“ განუცხადა, „მასიური ტესტირების შედეგად კორონავირუსი კლინიკის არცერთ თანამშრომელს არ დადასტურებია“.

"ტყუილი ინფორმაციაა. რაც გავიხსენით, კლინიკაში ეს სიტუაციაა ყოველთვის. მასიური ტესტირების შედეგად, არცერთი განყოფილების თანამშრომელს არ დადასტურებია", - აღნიშნა რატიანმა.

"ჩხუბი ერისკაცებს შორის მოხდა... გარყვნილი ადამიანები გაყრილი მყავს ეპარქიიდან" - მეუფე იობი

საქართველოში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კიდევ გაიზარდა

"ბოდიშს გიხდით..." - ბიძინა კულუმბეგოვი თენგიზ ცერცვაძის კრიტიკას პასუხობს