ავტორი:

"მე, მეუღლე და შვილები დაავადებული ვიყავით COVID19-ით, ფსიქოლოგიური სტრესი გადავიტანეთ" - ქართული ოჯახი, რომელმაც კორონავირუსი დაამარცხა

"მე, მეუღლე და შვილები დაავადებული ვიყავით COVID19-ით, ფსიქოლოგიური სტრესი გადავიტანეთ" - ქართული ოჯახი, რომელმაც კორონავირუსი დაამარცხა

ქართული ოჯახის ოთხი წევრი, რომლებიც კორონავირუსით იყვნენ ინფიცირებული, გამოჯანმრთელდნენ. ამის შესახებ სოციალურ ქსელში ზურაბ გეგენავა წერს, რომელიც მეუღლესთან და შვილებთან ერთად COVID-19-ზე ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაში მკურნალობდა.

"ჩემო ძვირფასო ადამიანებო, ნათესავებო, მეგობრებო, თანამშრომლებო, ახლობლებო, ნაცნობებო და უცნობებო. მიზეზი მაქვს და მინდა სიყვარული აგიხსნათ, გითხრათ, რომ ყველანი ძალიან მიყვარხართ!!!

მე და მთელი ჩემი ოჯახი: მეუღლე და ორი შვილი დაავადებული ვიყავით COVID19-ით. ვმუკრნალობიდთ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაში სადაც 44 დღის განმავლობაში ძალიან დიდი ფსიქოლოგიური სტრესი გადავიტანეთ…დღეს ჩვენ სახლში ვართ სრულიად ჯანმრთელები.

ძალიან რთულია სიტყვებით გადმოვცე ჩვენი ექიმების უდიდესი პასუხისმგებლობა და მაღალი პროფესიონალიზმი. ჩემი და ჩემი ოჯახის სახელით, მინდა უღრმესი მადლობა ვუთხრა მთელ მედ პერსონალს, ვინც ჩვენს გადასარჩენად იბრძოდა.

გამოჯანმრთელებას ვუსურვებ ყველა პაციენტს. მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც ხაზზე იყო და გვამხნევებდა.თავს გაუფრთხილდით, გავუფრთხილდეთ ერთმანეთს.დიდი სიკეთით და სიყვარულით დარჩით სახლში ზურაბ გეგენავა" - წერს გეგენავა.

ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვია 566-ია. კარანტინის რეჟიმშია 5320 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 548 პირი.

566 ადამიანიდან 207 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 7 გარდაიცვალა. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

"ვიყავი უსიმპტომო... 3 დღეში ვირუსი ჩემგან გადაედო 6 თანამშრომელს, ჩემს შვილს და დედამთილს" - რას წერს ექთანი, რომელმავ 30-დღიანი ბრძოლის შემდეგ კორონავირუსი დაამარცხა

"ცენტრის თითოეული კუთხე-კუნჭული უყვარს, უყვარს ბალახის თითოეული ღერიც კი..." - პაატა იმნაძე სამსახურის ეზოში

"მაისის თოვლი ვარდების ნაცვლად..." - ფოტო სვანეთიდან