ავტორი:

სტიქია საჩხერეში - ძლიერმა სეტყვამ მოსახლეობას ნათესები გაუნადგურა (ფოტოები)

სტიქია საჩხერეში - ძლიერმა სეტყვამ მოსახლეობას ნათესები გაუნადგურა (ფოტოები)

საჩხერის მუნიციპალიტეტში სეტყვა იყო. მუნიციპალიტეტში მოსულმა უხვმა ნალექმა და სეტყვა მოსახლოება მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა.

საჩხერის მერის ბენიამინე ფალავანდიშვილის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში დაზიანდა ნათესების და ვენახის დაახლოებით 30%. მისი თქმით, ადგილზე ამ დროისთვის შესაბამისი ჯგუფები მუშაობენ, ზარალის ოდენობა ჯერჯერობთ უცნობია.

ადგილზე გადაღებული ფოტოები სოციალურ ქსელში ინტერნეტმომხმარებელმა ქეთევან სადღობელაშვილმა გაავრცელა.

"ჩხუბი ერისკაცებს შორის მოხდა... გარყვნილი ადამიანები გაყრილი მყავს ეპარქიიდან" - მეუფე იობი

საქართველოში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კიდევ გაიზარდა

"ბოდიშს გიხდით..." - ბიძინა კულუმბეგოვი თენგიზ ცერცვაძის კრიტიკას პასუხობს