ავტორი:

როგორ დავამარცხოთ ტკივილი და რატომ არის კეტონალი დუო „ჭკვიანი კაფსულა“?

როგორ დავამარცხოთ ტკივილი და რატომ არის კეტონალი დუო „ჭკვიანი კაფსულა“?

პროფესორი ლალი კილასონია

ქალბატონო ლალი, ყოველდღიურად მილიონობით ადამიანი იტანჯება ტკივილის შეგრძნებით. რა არის ტკივილი და რატომ წარმოიშვება ის ?

ტკივილი არის პირველი სიმპტომი, რომელიც წარმოიქმნება ორგანიზმში მიმდინარე პათოლოგიური პროცესების დროს. ტკივილი ასევე არის პირველი შეგრძნება, რომელიც გვაიძულებს დავუკვირდეთ საკუთარ სხეულს. მსოფლიოში დღემდე არ წყდება დავა იმის შესახებ ტკივილი კარგია თუ ცუდი? ფაქტი ერთია: რომ არა ტკივილი, შეუძლებელი იქნებოდა უამრავი დაავადების დროული, სწორი დიაგნოსტიკა, სწორი მკურნალობის დანიშვნა და დაავადების მიმდინარეობის დროული პროგნოზირება.

რა მახასიათებლები გააჩნია ტკივილს?

იგი შეიძლება იყოს ლოკალური და გავრცელებული, მწვავე და ქრონიკული, გადაცემითი, ანუ ირადირებული. თუმცა გამომწვევ მიზეზებს შორის ორია ძირითადი: ანთება და მექანიკური ფაქტორი. ერთ-ერთი ყველაზე მაღალი სიხშირით ტკივილი ვითარდება რევმატიული დაავადების დროს. ტკივილით იწყება და მიმდინარეობს ხერხემლის და პერიფერიული სახსრების ქრონიკული ანთებითი დაავადებები როგორიცაა: ოსტოოართრიტი, ოსტეოპოროზი, შემაერთებელი ქსოვილის სისტემური დაავადებები, სახსრების ინფექციური და მეტაბოლური დაავადებები. ტკივილთან ასოცირდება მოძრაობის შეზღუდვა, გადაადგილების პრობლემა, მაღალი ხარისხის ინვალიდიზაცია. ამიტომ ტკივილის მართვა ცენტრალური პრობლემაა როგორც ზოგადად მედიცინაში ისე რევმატოლოგიაში.

როგორ ვმართოთ ტკივილი?

მთელ მსოფლიოში ყოველწლიურად ხდება ტკივილის საწინააღმდეგო პრეპარატების კვლევა, სინთეზი, კლინიკური გამოცდა და პრაქტიკაში დანერგვა. აშშ-ში და ევროპის განვითარებულ ქვეყნებში ყველაზე გაყიდვად მედიკამენტთა ტოპ-ათეულში პირველი ადგილი სწორე ტკივილგამაყუჩებელ პრეპარატებს უკავიათ.

ქალბატონო ლალი, როგორი ტიპის ტკივილსაწინააღმდეგო პრეპარატები არსებობს?

ტკივილსაწინააღმდეგო პრეპარატების ჩამონათვალი საკმაოდ დიდია. მათ გამოყენებას საფუძვლად უდევს როგორც ანთებისსაწიააღმდეგო, ასევე ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი. პრეპარატები გამოიყენება ტაბლეტების, კაფსულების, ინექციების და ადგილობრივად მოქმედი მალამოების სახით. ძნელად მოიძებნება ოჯახი, რომელსაც პირად აფთიაქში, რომელიმე ტკივილგამაყუჩებელი მედიკამენტი არააქვს. თუმცა, ეჭვი მეპარება, რომ საოჯახო აფთიაქში სხვა ისეთი, „ჭკვიანი“ წამალი გქონდეთ, როგორიცაა კეტონალი დუო.

რა უპირატესობები გააჩნია როგორც თქვენ უწოდეთ „ჭკვიან“ მედიკამენტს ანუ კეტონალ დუოს?

არც თუ ისე დიდი ხანია, რაც კლინიკური კვლევებით დადგინდა, რომ ანთებისაწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატები, რომლებიც პირველი რიგის პრეპარატებად გამოიყენება ზოგადად ტკივილის სინდრომის, კერძოდ კი რევმატოლოგიური დაავადებების დროს, ერთმანეთისგან განსხვადებიან სახსარში შემავალ ხრტილზე თავისი პოზიტიური და ნეგატიური ზემოქმედებით. დადგენილია, რომ ინდომეტაცინი, პიროქსიკამი, ნიმესულიდები, დიკლოფენაკები - შემთხვევათა დიდ ნაწილში იწვევენ ხრტილის დეგენერაციას. მათგან განსხვავებით, დადგენილია კეტოპროფენის (კეტონალ დუოში შემავალი აქტიური ნივთიერება) ქონდროპროტექტორული ზეგავლენა ხრტილზე და პოზიტიური ზემოქმედება ხრტილის მეტაბოლიზმზე. ასე რომ, პრეპარატების შერჩევის დროს ეს ფაქტი აუცილებლად უნდა იყოს გათვალისწინებული. ეხლა რატომ „ჭკვიანი“ მედიკამენტი? კეტონალი დუო განსაკუთრებული ტექნოლოგიით შექმნილი ანთების საწინააღმდეგო პრეპარატია. მიღების დროს, კაფსულა ახდენს აქტიური ნივთიერების - კეტოფროფენის სწრაფ და ამავდროულად ხანგრძლივ გამონთავისუფლებას. აქვს ე.წ „ორმაგი“ ეფექტი, რითაც უზრუნველყოს ტკივილის სწრაფ მოხსნას და ტკივილგამაყუჩებელი ეფექტის ხანგრძლივად შენარჩუნებას. გარდა ამისა, მისი გამაღიზიანებელი ზემოქმედება კუჭნაწლავის ტრაქტზე მინიმალურია და რაციონალური გამოყენების შემთხვევაში აქვს მაღალი უსაფრთხოების პროფილი. ექიმისათვის ადვილია კეტონალი დუოს რეკომენდაცია პაციენტებისათვის, ვინაიდან მას ზურგს უმაგრებს მტკიცებულებები იმის შესახებ, რომ სხვა პრეპარატებს შორის კეტონალ დუო-ს აქვს ერთ-ერთი ყველაზე მეტად გამოხატული ანალგეზიური - ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი, შვეიცარიული სიზუსტე და მაღალი ხარისხი.

ტკივილის გარეშე ცხოვრება უკეთესია!

R

"ვენდის" და "დანკინის" რესტორნები მუშაობის ახალ გრაფიკზე გადადის

უნიკალური ოპერაცია, რომლითაც ქართველმა ექიმებმა 4 თვის გოგონა მძიმე სენისგან იხსნეს

რა იწვევს ქრონიკული დაღლილობის სინდრომს და როგორ არის მისი მოხსნა შესაძლებელი?