ავტორი:

რა გამოხმაურება მოჰყვა "ფეისბუქში" მიხეილ ცაგარელის გადაცემას, სადაც ის პანდემიაში ბილ გეითსსა და ილონ მასკს ადანაშაულებს

რა გამოხმაურება მოჰყვა "ფეისბუქში" მიხეილ ცაგარელის გადაცემას, სადაც ის პანდემიაში ბილ გეითსსა და ილონ მასკს ადანაშაულებს

ქართველმა ასტროლოგმა, მიხეილ ცაგარელმა ტელეკომპანია კავკასიის ეთერში, გადაცემა "ჰოროსკოპში" კორონავირუსული პანდემიის გამომწვევ "მიზეზებთან" დაკავშირებით საკუთარი ხედვა შემოგვთავაზა და მაყურებელს აპოკალიფსური სცენარი დაუხატა, რომელშიც მთავარ როლებს ყველასთვის ცნობილი მილიარდერები ბილ გეითსი და ილონ მასკი თამაშობენ.

"ეს ორი პიროვნება დაუახლოვდა ერთმანეთს, პირი შეკრეს და მოილაპარაკეს გარკვეულ გეგმებზე. ეს გეგმები 2015 წელს გასაჯაროვდა, როდესაც ბილ გეითსს ჰქონდა გამოსვლები და მან არაერთხელ აღნიშნა ინფორმაცია ვაქცინაციის შესახებ, მოითხოვდა ამას გამუდმებით. ბილ გეითსი არის მთავარი დამფინანსებელი საერთაშორისო ჯანდაცვის ორგანიზაციისა, რომელსაც აშშ-მა ახლა დაფინანსება შეუწყვიტა. სამაგიეროდ, ორი იმდენი მისცა ბილ გეთსმა. ეჭვები ჩნდება, რატომ არის ბილ გეითსი ამ ორგანიზაციის წინსვლით დაინტერესებული, ჩვენზე ზრუნავს თუ საკუთარ თავზე... ერთი სიტყვით ეს ორი პიროვნება წყვეტს სამყაროს ბედს...

...ის მანათობლები, რაც ცაზე იხილეთ, არის ე.წ. კოსმიური თანამგზავრები და ამ თანამგზავრების გაშვება კოსმიურ ორბიტაზე იყო ამ ორი პიროვნებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი.... მათ გადაწყვიტეს, რომ საჭირო იყო ისეთი რამის მოფიქრება, რომ ავიაფრენები შეჩერებულიყო, რადარები გამორთულიყო და საშუალება მისცემოდათ განეხორციელებინათ თავიანთი გეგმა..... და მათ ამისთვის შექმნეს პანდემია. მრავალი წელი მუშაობდა ამაზე ბილ გეითსი, ერთ-ერთ ბრიტანულ ლაბორატორიასთან ერთად. იქედან ეს ყველაფერი გადატანილ იქნა ჩინეთში, უხანის ლაბორატორიაში, საიდანად დაიწყო მერე მთელი ეს პროცესი...

...ილონ მასკს აქვს პროექტი "სკაილინკი", მას აქვს ასევე ფირმა "სფეის 10", რომელიც ამზადებს ამ თანამგზავრებს და მათ უზარმაზარი რაოდენობით გაამგზავრებს კოსმოსში. ასევე იწყება მსოფლიო მასშტაბით მათი მიმღებების, პატარა რადიოსადგურების დადგმა და ხდება კოსმოსის დაპყრობა.... დედამიწა ხვდება თანამგზართა ბადეში. ასე რომ მათ მიეცემათ დიდი შესაძლებლობები, რომ ბევრი საკითხი მართონ სამყაროში... მათ გარდა, რუსულ-ბრიტანული ჯგუფი მოქმედებს... ბრიტანეტში არის ორგანიზაცია "ვანვეარ", რომელიც ასევე მუშაობს კოსმიურ თანამგზავრებზე, ასევე რუსეთის ჯგუფი და ისინი ერთად იკავებენ ადგილებს და მიდის დიდი ბრძოლა ილონ მასკსა და ბილ გეითსა და ამ ბრიტანულ-რუსულ ჯგუფს შორის კოსმოსის დასაპრყრობად... ამ სისტემების მეშვეობით მათ შეუძლიათ გამოიწვინ პანდემია, სიცხე, ქარი და ა.შ. რომელიც დაანგრევს ქვეყნებს. ანუ მათ აქვთ ამინდის და ტემპერატურის ცვლილებების მართვის საშუალება....", - აღნიშნა მიხეილ ცაგარელმა.

ასტროლოგმა 5G ინტერნეტის შესახებაც ისაუბრა და ბილ გეითსი და ილონ მასკი სამომავლოდ პანდემიებისა და დაავადებების გამოწვევაში დაადანაშაულა, რათა მსოფლიოში მილიონობით ადამიანი დაიხოცოს, ვაქცინაციების მეშვეობით კი გადარჩენილების, "ჩიპიზაცია" და "რობოტიზაცია" განხორციელდეს. მიხეილ ცაგარელის თეორიის თანახმად, ამ ყველაფრის მიზანი ყველა რელიგიის მოსპობა და ახალი რელიგიის შექმნაა, რასაც ახალი ჰოლოგრამული და ლაზერული ტექნოლოგიების საშუალებით განახორციელებენ და ადამიანებს საბოლოოდ დაიმორჩილებენ. გადაცემას სოციალურ ქსელში აქტიური გამოხმაურება მოჰყვა. არიან ადამიანები, რომლებიც იზიარებენ ამ თეორიებს და ეთანხმებიან კიდეც ასტროლოგს, თუმცა საზოგადოების დიდი უმრავლესობა იუმორითა და მწვავე კრიტიკითაა განწყობილი. ზოგიერთები მიხეილ ცაგარელის დაკავებასა და დაკითხვასაც ითხოვენ.

გიორგი ფსუტური:

"რატომ ეწევა პუტინის ФСБ კორონავირუსის არარსებობის პროპაგანდას?სავარაუდოდ ეს კეთდება იმისთვის, რომ ბრძოლა დასავლეთის და ამერიკის წინააღმდეგ უფრო დამაჯერებელი იყოს ადვილად მართოს ის ელექტორატი, რომელსაც უკვე დიდი ხანია სჯერავს მსგავსი პროპაგანდის, ანუ არის ამ პროპაგანდის მსხვერპლი...სხვათაშორის ამ უამრავი ანტიდასავლური ვიდეორგოლის ავტორი, რომელიც ვრცელდება როგორც YOUTUBE -ზე აგრეთვე მთელს რუსულ ანუ პუტინის დაზვერვის მიერ კონტროლირებად სოციალურ ქსელებში, არის პუტინის ФСБ!და რაც მთავარია, ისეთი დამაჯერებლობით არის დაბლეფილი, რომ ზოგიერთ პროდასავლურად მოაზროვნესაც კი ცდუნებაში აგდებს და პუტინის პოლიტიკის გამტარებლად ხდის!"

თამუნა სოხაძე:

"მეზღაპრე! აშკარად პაციენტია! და რომ ჰქონდეთ მსგავსი გეგმა მასონებს ვერც განახორცუელებენ! ისტორიას გადახედეთ ,ვინც მოინდომა მსოფლიობატონობა ის იმპერიები განადგურდა და მეორედ მოსვლაზე რას იტყვის ნეტავ, მასონები შეაჩერებენ?! კარგით რა საერთოდ რატომ უთმობთ ასეთ ხალხს ეთერს!"

თამუნა ნოსელიძე:

"ღმერთო ჩემო, რა ბოდვაა, საცოდაობა!! დაბრძანებულა "კრესლოში" ვინ გაანდო ეს გეგმები, საქართველოს მთავარ ასტროლოგს, თუ პლანეტების ახალი განლაგების შესახებ ზმანება ჰქონდა??!! რაც იცოდა და არ იცოდა, ყველაფერს ლაპარაკობს! ჩიპიზაცია და ახალი რელიგია არა კვატი!! და ბილ გეითსის ისე ვერ იტანს, როგორც საბჭოთა პერიოდში პოლიტმიმომხილველი ბოლოთაშვილი ვერ იტანდა რონალდ რეიგანს"

მადონა ვეფხვაძე:

"მე სხვა ხმები მომივიდა კოსმოსიდან.. გადავიფიქრეთ მოხუცები და ზარმაცები აღარ გაგვყავს ჯერ ფარისევლებს გავიყვანთო. რას ბოდიალობ თუ ღმერთი გწამს.... მაგრამ გწამს კი??? დაფიქრდი ადამიანო რას აკეთებ!!! დაფიქრდი!"

ეკა ნინუა:

"პატივს ვცემდი და ვცემ, მაგრამ ამერიკის წინააღმდეგ პროპაგანდის სუნი მცემს და საბჭოურ ტვინის რეცხვას გავს, საწყენია რომ პოლიტიკაში გაერია, თან ვითომ მინისტრებსაც გადაწვდა, არ ველოდებოდი... სანარცხვინო დაზეპირებული პოემა ივანიშვილის შეკვეთით, დაზაფრული ხალხი და დაჩმორებული ქვეყანა, კარგი კანდიდატური არის შერჩეული, რეიტინგული პერსონაჟი, პესიმისტებო დაიკრიფეთ გულზე ხელი, ოპტიმისტებო გაიღიმეთ, იმედია ტვინდაბნელება ბევრს არ დაემართება და არ დაზომბირდება, სირცხვილია სირცხვილია რომ ხალხის და ადამიანების სასოწარკვეთილებით მანიპულირებთ, ბუა ამერიკა და ბუა ბილგეითი, ვავა ვავა და ვავა... საინტერესოა რამდენი აქვს აღებული ამერიკის წინააღმდეგ პროპაგანდაში, აქ ვცხოვრებ და ამათზე ცუდის თქმა უხერხულია, ეჰ რა ქვეყანა ილანძღება? თავისი შვილები კი აქ ყავთ ყველას დაბინავებული"

თამაზ ვაშაყმაძე:

"რა მაინტერესებს იცით:1. დღემდე გადავლილი პანდემიები ვისი მოწყობილი იყო?2. აცრები ანუ ვაქცინაცია რაც დღემდე ჩაგვიტარდა რატო არ გვაზომბირებს? თუ ეს საჯანმრთელო იყო? 3. 5G ინტერნეტი ძროხების წველადობაზე ისევე მოქმედებს როგორც პირველად დადგმული ანტენები? (გემახსოვრებათ მოსახლეობის გამოსვლები).4. თუ იმას დაუშვებთ რომ ავადმყოფებს და მოხუცებს იშორებენ და მხოლოდ ჯანმრთელ მოსახლეობას ტოვებენ დედამიწაზე......... ფარმაცევტულ ბიზნესს (მაფიას) რას უპირებენ? თუ აქ მასონები არ არიან ჩარეული?და ა.შ......"

ლაშა ფოფხაძე:

"დამამტკიცებელი ფაქტები არ მაქვს არაფეზეო, ესეიგი ამის მოგონილი ბრიჩინია, პიარი ვიცი კარგადო და თავს იპიარებს იმ ადამიანების კატეგორიასთან, რომლებიც ცაგარელს თვლიდნენ არანორმალურად, ეს კატეგორია არის ღმერთის მორწმუნე ადამიანები. გადავხედე კომენტარებს და ზუსტად ეგ კატეგორია აქებს, ულაიქებს და მართალია ეს კაციო გაიძახიან.."

მზია გუგეშიძე:

"დანაშაულია ამ კაცის მონაბოდის გაზიარება. ბევრს ამ დეგენერატობების მართლა სჯერა. ნუ ნერგავთ პანიკას!"

"ბატონო გენადი, ვიცი, რომ ქართველები გიყვარს, ქართული ღვინო მოგწონს და მოეშვით ამ "ველიკოდერჟავულ" ჩვევებს" - გამყრელიძე ონიშენკოს

"დიდი ხანია მოსკოვი აღარ არის ჩვენი მბრძანებელი... არ დავუშვებთ, რომ მხოლოდ რუსული დელეგაცია ჩამოვიდეს" - გამყრელიძე

"ოფისებში, მაღაზიებსა და დახურულ შენობებში კონდიციონერების გამოყენება ჯერჯერობით ნებადართული არ იქნება" - იმნაძე