ავტორი:

"როგორც კი დაკეტილი საზღვარი გაიხსნება, თურქეთიდან რეაბილიტაციისთვის ევროპაში გადავიყვანთ" - ანა ჯაბაური ცოტნე გამსახურდიას მდგომარეობაზე

"როგორც კი დაკეტილი საზღვარი გაიხსნება, თურქეთიდან რეაბილიტაციისთვის ევროპაში გადავიყვანთ" - ანა ჯაბაური ცოტნე გამსახურდიას მდგომარეობაზე

ცოტნე გამსახურდიას მეუღლის, ანა ჯაბაურის ინფორმაციით, ცოტნე გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა.

როგორც ჯაბაურმა “ინტერპრესნიუსს” განუცხადა, გამსახურდია კვლავ თურქეთის ერთ-ერთ სარეაბილიტაციო ცენტრში იმყოფება. მისივე ინფორმაციით, პაციენტის გადაყვანა ევროპაში სურდათ, თუმცა კორონავირუსის გამო, ეს ვერ მოხერხდა. როგორც ჯაბაური აცხადებს, მოლაპარაკებები მიმდინარეობს და საზღვრებისა და საჰაერო სივრცის გახსნის შემდეგ, მას ევროპაში გადაიყვანენ.

„ცოტნე გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესებულია, ცოტ-ცოტა კვებაც დავაწყებინეთ, თუმცა ეს არის ხანგრძლივი პროცესი იმიტომ, რომ დაზიანება დიდია და ჯერ კიდევ წინ ბევრი მკურნალობა ელის. ახლაც მკურნალობს თურქეთის ერთ-ერთ სარეაბილიტაციო ცენტრში. რეაბილიტაციისთვის ევროპაში გვინდოდა გადაგვეყვანა, მაგრამ ვერ მოხერხდა, ევროპამ უარი გვითხრა კორონავირუსის გამო. ახლა ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს და როგორც კი მიგვიღებენ, კორონას გამო დაკეტილი საზღვარი და საჰარეო სივრცე გაიხსნება, გადავიყვანთ.

ცოტნეს დინამიკა არის დადებითი, ნელ-ნელა მივდივართ წინ. ყოველდღიურად, პატარ-პატარა ნაბიჯებით წინ მივიწევთ და მდგომარეობა გაუმჯობესებულია, დადებითი დინამიკაა. წინ მიდის, მაგრამ ეს არის ხანგრძლივი პროცესი, თუნდაც ის, რომ კვება დავაწყებინეთ ცოტ-ცოტა, ეს უკვე ძალიან წინწადგმული ნაბიჯია”, - განაცხადა ჯაბაურმა.

ცნობისთვის, ცოტნე გამსახურდია 19 დეკემბერს დაჭრეს. მას თავდაპირველად, ხეჩინაშვილის კლინიკაში მკურნალობდნენ, შემდეგ კი თურქეთის კლინიკაში გადაიყვანეს. გამსახურდიას დაჭრის ფაქტზე 4 პირია დაკავებული.

"თუ მანამდე კლასსა და აუდიტორიაში იჯდა 20 ადამიანი, ახლა ვერ დაჯდება" - რა სტანდარტებზე მუშაობს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი

"ციდანაა მოფრენილი... " - რას თქვა თამარ ბაჩალიაშვილის დედამ ბიჭზე, რომელიც ამბობს, რომ პროგრამისტის შეყვარებული იყო

"სკოლებში სწავლა 15 სექტემბერს ჩვეულ რეჟიმში, საკლასო ოთახებში დაიწყება" - მიხეილ ჩხენკელი