ავტორი:

ხვალიდან იუსტიციის სახლები და საზოგადოებრივი ცენტრები ახალი პრინციპით იმუშავებენ

ხვალიდან იუსტიციის სახლები და საზოგადოებრივი ცენტრები ახალი პრინციპით იმუშავებენ

გაიხსნება იუსტიციის სახლები და საზოგადოებრივი ცენტრები, ოღონდ ახალი პრინციპით ვიმუშავებთ. ახალი პრინციპი არის შემდეგი: იმისათვის, რომ თქვენ განაცხადი შეიტანოთ ამა თუ იმ სერვისზე და მოხვდეთ იუსტიციის სახლის საზოგადოებრივი ცენტის შენობაში, საჭირო იქნება პორტალის MYGOV.GE-ის მეშვეობით დაჯავშნოთ ეს ვიზიტი თქვენთვის სასურველ დღეს და დროს, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისი განმარტებით, MYGOV.GE-ის გვერდის ავლით შენობაში ვერ მოხვდება ვერცერთი მოქალაქე.

„ჯავშნის ელექტრონული სისტემა უკვე ამ წუთიდან მოქმედებს და შესაბამისად, თქვენ უკვე დღეიდან შეგიძლიათ დაჯავშნოთ ხვალ დილიდან თქვენთვის სასურველ დროს ვიზიტი. კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს ეხება იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებში მისაღებ ყველა იმ სერვისს, რომელსაც თქვენ ვირუსის გავრცელებამდე იღებდით. ერთადერთი სერვისი, რომელიც არ იქნება აქტიური, ეს არის რიტუალის მეშვეობით ქორწინების სერვისი, ვინაიდან ეს სერვისი გულისხმობს გარკვეული ოდენობის ერთად ყოფნას დახურულ სივრცეში.

დანარჩენი ყველა სერვისი იქნება მხოლოდ დაჯავშნის გზით, წინასწარ ელექტრონული რიგის მეშვეობით ზუსტად ისე, როგორც ეს ხდებოდა საქართველოში ვირუსის შემოსვლამდე. ეს დროებით, მინიმუმ საგანგებო მდგომარეობის ვადით და ეპიდემიოლოგიური სიტუაციის შეფასების კვალდაკვალ ჩვენ შევძლებთ კორექტირება გავაკეთოთ იმ ახალი წესის, რომელსაც დღეიდან გთავაზობთ. ასევე გასათვალისწინებელია, რომ შენობაში არავინ დაიშვება პირბადის გარეშე, შენობაში ასევე არ დაიშვებიან არასრულწლოვნები. შესაბამისად, იუსტიციის სახლების ბავშვთა სივრცეები დროებით დაკეტილი დარჩება“, - განაცხადა წულუკიანმა.

მესტიაში, სოფელ იდლიანთან, მთის ფერდობზე გაჩენილი ხანძრის ლოკალიზება ამ დრომდე ვერ ხერხდება

გამოცდების განრიგი და წესები, რომლებიც აბიტურიენტებმა უნდა გაითვალისწინონ - დღეს ერთიანი ეროვნული გამოცდები იწყება

მესტიაში, სოფელ იდლიანთან მთის ფერდობზე ხანძარია