ავტორი:

დღეიდან "მთავარი არხის" ვებგვერდი - mtavari.tv ჩაირთვება

დღეიდან "მთავარი არხის" ვებგვერდი - mtavari.tv ჩაირთვება

დღეს, საღამოს 20:00 საათზე "მთავარი არხის" ვებ-გვერდი ჩაირთვება და ის ხელმისაწვდომი იქნება როგორც დესკტოპის, ისე მობილურის მომხმარებლებისთვის.

ამის შესახებ ტელეკომპანიის ციფრული დეპარტამენტის ხელმძღვანელმა კოტე ურუშაძემ დილის გადაცემის ეთერში ისაუბრა.

"არ გვინდოდა საიტი ტექნიკური წუნით და მარტივი ყოფილიყო. იმიტომაც დავაგვიანეთ ამდენ ხანს, რომ სრულფასოვანი საიტი გვინდოდა გვქონოდა. თუ ასტზე დესკტოპ-ვერსიით შეხვალთ განსხვავებული საიტი დაგხვდებათ, თუ მობილურით შეხვალთ - სრულიად სხვა რეალობაში აღმოჩნდებით.

საიტის სახელის მხრივაც ინოვაცია შემოვიტანეთ - mtavari.tv, ეს ტელევიზიასაც აღნიშნავს და საიტის მისამართიც არის. ვებ-გვერდში ჩაშენებულია ფუნქცია - თუ შეხვალთ საიტზე, მაგალითად "შენი დილის" ვიდეოებში, საიტი მიხვდება, რომ თქვენ ხშირად ეცნობით ამ კონკრეტული გადაცემის სიახლეებს და შემდეგ შესვლაზე ძებნის გარეშე რეკომენდებულებში გამოგიტანს.

ეს არ იქნება სტანდარტული საიტი, ყოველ ახალ შესვლაზე სხვადასხვა გადაცემები, სხვადასხვა ვიდეოები დახვდება მნახველს.

ამ საიტის შექმნაში შეუფასებელი როლი აქვს გიორგი გაბუნიას, იმაში რომ ის ყოფილიყო, მარტივი, სადა და ძალიან ლამაზი" - განაცხადა "შენი დილის" ეთერში კოტე ურუშაძემ.

მესტიაში, სოფელ იდლიანთან, მთის ფერდობზე გაჩენილი ხანძრის ლოკალიზება ამ დრომდე ვერ ხერხდება

გამოცდების განრიგი და წესები, რომლებიც აბიტურიენტებმა უნდა გაითვალისწინონ - დღეს ერთიანი ეროვნული გამოცდები იწყება

მესტიაში, სოფელ იდლიანთან მთის ფერდობზე ხანძარია