ავტორი:

ელიფ შაფაქის „სიყვარულის 40 წესი“, გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ერთად, სპეციალურ ფასად გამოვიდა

ელიფ შაფაქის „სიყვარულის 40 წესი“, გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ერთად, სპეციალურ ფასად გამოვიდა

4 მაისიდან, გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ერთად, ელიფ შაფაქის „სიყვარულის ორმოცი წესი“ სპეციალურ ფასადაა ხელმისაწვდომი.

წიგნის სპეციალური ფასი 8.50 ლარია, გაზეთთან ერთად - 10,00 ლარი.

„სიყვარულის ორმოცი წესი“ თურქი მწერლის, ჟურნალისტის, აკადემიკოს ელიფ შაფაქის რომანია, რომელიც ავტორმა ინგლისურ ენაზე დაწერა. წიგნი ეფუძნება ელიფ შაფაქის ისტორიულ კვლევას, რომელიც მან საკუთარი სამაგისტრო ნაშრომის ფარგლებში მოამზადა. ორიგინალი ამერიკაში 2009 წელს გამოიცა. მას შემდეგ ითარგმნა 33 ენაზე, მათ შორის, ქართულად. მთელი მსოფლიოს მასშტაბით, გაყიდულია 800 000-ზე მეტი ეგზემპლარი, აქედან 200 000 გამოცემიდან 1 თვეში გაიყიდა. "სიყვარულის ორმოცი წესი" დღემდე ინარჩუნებს ბესტსელერის სტატუსს თურქეთსა და საფრანგეთში და დიდი პოპულარობით სარგებლობს ქართველ მკითხველშიც.

ნაწარმოები ორი ერთმანეთის პარალელურად განვითარებული ისტორიისგან შედგება. მისი მთავარი გმირი თანამედროვე ამერიკელი ქალია, რომლის ცხოვრებაშიც ორი საოცარი სამყარო შემოიჭრა: სიყვარული და აღმოსავლეთი.

შეგახსენებთ, რომ გამომცემლობა „პალიტრა L”-მა გადაწყვიტა, ამჯერად, პრესასთან ერთად, სპეციალურ ფასად გახადოს ხელმისაწვდომი ბოლო წლების ბესტსელერები - წიგნები, რომლებიც, ხანგრძლივი დროის განმავლობაში ინარჩუნებს პოპულარობას; მკითხველს კი, მისცა შესაძლებლობა, თავად აირჩიოს სასურველი ლიტერატურა.

ხმის მიცემის წესით, მკითხველის ტოპ 1 რჩეული სწორედ ელიფ შაფაქის „სიყვარულის ორმოცი წესი“ გახდა, რომელიც, გაზეთთან ერთად, უკვე ხელმისაწვდომია.

ელვამარკეტების ჩამონათვალი, სადაც შეგიძლიათ, შეიძინოთ წიგნი

მარკეტების მისამართები, სადაც პრესასთან ერთად, წიგნის შეძენას შეძლებთ

„მე არ მიყვარს სიჩუმე!“ - საინტერესო ფაქტები ელიფ შაფაქის ცხოვრებიდან

#1 NEW YOURK TIMES-ის ბესტსელერი - სტამბიდან შენს სახლში

სააღდგომო საჩუქარი გაზეთ „კვირის პალიტრის“ ერთგულ მკითხველს