ავტორი:

როცა ნივთიერებათა ცვლა წესრიგშია, იმუნიტეტი მოწოდების სიმაღლეზეა - გაიგეთ რას გვირჩევს ექიმი-ნუტრიციოლოგი ნატა გაგუა

როცა ნივთიერებათა ცვლა წესრიგშია, იმუნიტეტი მოწოდების სიმაღლეზეა - გაიგეთ რას გვირჩევს ექიმი-ნუტრიციოლოგი ნატა გაგუა

კორონავირუსის ფართომასშტაბიანი გავრცელების შეჩერების მიზნით, მსოფლიო სოციალური დისტანციის გზას დაადგა. სოციალური დისტანციისა და იზოლაციის კონკრეტული გზა აირჩია საქართველომაც. მზისა და ჰაერის გარეშე სახლში დარჩენილ ადამიანებს, შესაძლოა ვიტამინებისა და მინერალების დეფიციტი შეექმნათ, რომელსაც უმნიშვნელოვანესი ადგილი უკავია ადამიანის იმუნური სისტემის გაძლიერებაში.

„იმისათვის, რომ ვიტამინების ნაკლებობას გავუმკლავდეთ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ბალანსირებული კვება, მშვიდი ძილი და სხეულის მინერალებით გამდიდრება, რათა შინ დარჩენილი ადამიანები იმუნიტეტის დაქვეითების საფრთხის წინაშე არ აღმოჩნდნენ,“ - ექიმები შინ დარჩენილ მოქალაქეებს გარკვეულ რეკომენდაციებს აძლევენ და მინერალების დღიური დოზის მინერალური წყლის მიღების გზით ურჩევენ, რაც დადებითად მოქმედებს ადამიანის იმუნურ სისტემაზე.

გთავაზობთ ინტერვიუს ექიმ-ნუტრიციოლოგ ნატა გაგუასთან, რომელიც მინერალური წყლების სამკურნალო თვისებებზე, მის სარგებლიანობაზე გვესაუბრება. საინტერესოა ვკარგავთ თუ არა ჯანმრთელობისათვის აუცილებელ რესურსს შინ დარჩენით, როგორ აისახება ეს ყველაფერი ჩვენს ფიზიკურ მდგომარეობზე,

რა არის სასარგებლო მინერალურ წყალში?

როგორც სახელი ცხადყოფს, მინერალური წყალი მინერალურ ნივთიერებებს შეიცავს. მინერალური წყლები მტკნარი წყლებისგან თავისი ქიმიური შემადგენლობით, ფიზიკური თვისებებით, ტემპერატურით, გემოთი, ფიზიოლოგიური მოქმედებითა და სამკურნალო ეფექტით განსხვავდება.

ბორჯომი რითი განსხვავდება სხვა მინერალური წყლებისგან?

შემადგენლობით და აქედან გამომდინარე თვისებებით. ის გამოირჩევა საშუალო მინერალიზაციით. შეიცავს კალიუმს, კალციუმს, მაგნიუმს, ნატრიუმს, ქლორიდებს, ჰიდროკარბონატებს, ჯამში ბორჯომი შეიცავს 60-მდე მაკრო და მიკრო ელემენტებს რაც განაპირობებს მის უნიკალურობას. უკვე 130 წელზე მეტია ბორჯომი ჩვენი, ქართული ტრადიციული სუფრის განუყოფელი ელემენტია, მასში შემავალი ვულკანური წარმოშობის მინერალები ყველაზე მსუყე კერძის შემდეგაც დაგვეხმარება ვიგრძნოთ სიმსუბუქე. ამიტომ ყველაზე ხშირად გამოიყენება გასტროენტეროლოგიასა და ნუტრიციოლოგიაში. „ბორჯომის“ ტიპის ჰიდროკარბონატულ-ნატრიუმიანი მინერალური წყლები დადებითად მოქმედებენ ზოგადად ნივთიერებათა ცვლაზე, როცა ნივთიერებათა ცვლა წესრიგშია, იმუნიტეტიც მოწოდების სიმაღლეზეა.

რომელ დაავადებებზე ახდენს დადებით გავლენას ბორჯომის მინერალური წყალი?

ბორჯომის მინერალურ წყალს გააჩნია სამკურნალო-პროფილაქტიკური და სარეაბილიტაციო ჩვენებების ფართო სპექტრი. ბორჯომის მინერალური წყალი. გამოიყენება სხვადასხვა დაავადებების სამკურნალოდ: ბორჯომის წყალი დადებით გავლენას ახდენს ქრონიკულ გასტრიტზე (სხვადასხვა დისპეფსიური მოშლილობებით), გაზირებული ბორჯომის წყლის მოქმედება უფრო ძლიერია, ვიდრე არაგაზირებულის. თბილი, დეგაზირებული ბორჯომის წყალი იჩენს თავის ანთების საწინააღმდეგო და ანალგეტიკურ (ტკივილების გამაყუჩებელ) მოქმედებას კუჭის ანთებით პროცესში მყოფ ლორწოვან გარსზე. ბორჯომის წყლის ნაღველმდენი და ნაღველგამათხიერებელი თვისებები უდევს საფუძვლად ღვიძლის, ნაღვლის ბუშტის და სანაღვლე გზების დაავადებების შემთხვევებში ამ წყლის განსაკუთრებული სამკურნალო ეფექტით გამოყენებას. ბორჯომის წყალს ასევე უპირატესობა ენიჭება ზოგადი სიმსუქნის მკურნალობისას. რაც უფრო მეტი ცხიმოვანი ქსოვილია ჩვენს ორგანიზმში, მით უფრო მეტი პრობლემა ექმნება ჩვენს ჯანმრთელობას. ამიტომ საჭიროა, ჩვენი ორგანიზმი გავატუტიანოთ, რომ ჩვენი PH სიმჟავისკენ არ გადაიხაროს. ჯანმრთელობის გაუმჯობესების და შენარჩუნებისთვის ერთ ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი წყლის სწორად მიღებაა.

მინდა შეგახსენოთ, რომ ქრონიკული დაავადებების გამწვავების დროს მინერალური წყლის მიღება რეკომენდებულია პირადი ექიმის დანიშნულებით!!

რა მნიშვნელობა აქვს ზოგადად მინერალურ წყალს ორგანიზმისთვის?

ადამიანის ჯანმრთელობისათვის მინერალურ წყალს უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ამ შემთხვევაში სითხის მოთხოვნილება ინდივიდუალურია და ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული – ასაკზე, წონაზე, სქესზე, სეზონზე, კლიმატურ პირობებზე, ფიზიკურ აქტიობებზე და სხვა.

ასევე მნიშვნელოვანია ჩვენი ორგანიზმისთვის მტკნარი წყლის სწორად მიღება. ჩვენი ცხოვრების წესად უნდა ვაქციოთ დილით, უზმოდ წყლის მიღება. სითხის მინიმალური მოთხოვნილება დღის განმავლობაში არის – 30 მლ 1 კგ წონაზე. ზაფხულში და ფიზიკური დატვირთვის დროს სითხის მოთხოვნილება მატულობს 35 მლ 1კგ წონაზე. სითხე კარგია სისხლის და ლიმფისთვის, რითაც ადვილდება მათი მიმოქცევა. შედეგად მცირდება თრომბული გართულებები, ადვილდება ლიმფოდრენაჟი, pH ნორმის ფარგლებშია. სითხე 200-250 მლ სასურველია მივიღოთ საკვების მიღებამდე 30 წუთით ადრე და ჭამის შემდეგ 1 საათში. სითხის მიღება კვების შემდეგ დამოკიდებულია იმ საკვებზე, რასაც ვიღებთ. სითხის რაოდენობის დაახლოებით 3/4 უნდა მივიღოთ დღის 1 ნახევარში და ¼ დღის მეორე ნახევარში. თრომბული გართულების რისკის ქვეშ მყოფმა ადამიანმა სასურველია, რომ დაძინებამდე ერთი საათით ადრე მიიღოს 1 ჭიქა წყალი. ამ მარტივი წესით მცირდება თრომბული გართულებების ალბათობა ძილში, მცირდება ინსულტის და ინფარქტის რისკი. როდესაც ჩვენ გვძინავს და ჩვენი საჭმლის მომნელებელი სისტემა საკვებისგან ისვენებს, წყალი მოქმედებს, როგორც გამწმენდი საშუალება.

R

როგორი უნდა იყოს ბავშვის კვების რაციონი პანდემიის პერიოდში?

„გაგუას კლინიკის“ ინიციატივით Facebook ჯგუფი “ორსულობა და კოვიდ 19” შეიქმნა

Wolt-ის ლურჯი პარასკევი დაიწყო