ავტორი:

"7 მაისს, საღამოს აუცილებლად უნდა მოსულიყო წვიმა, ბედნიერების წვიმა..." - ერთი ტფილისური ჩვეულების ამბავი

"7 მაისს, საღამოს აუცილებლად უნდა მოსულიყო წვიმა, ბედნიერების წვიმა..." - ერთი ტფილისური ჩვეულების ამბავი

"შვიდ მაისის წვიმა, თმები კოჭამდინა"; "მახსოვს ბებიაჩემი მეუბნებოდა - 7 მაისის წვიმით დაისველე თმა, რომ კოჭებამდე გაგეზარდოსო" - ეს ფრაზები ალბათ თქვენც გაგიგიათ და მეხსიერებას შემორჩა წინაპრებისგან.

7 მაისის წვიმას მართლაც საინტერესო ლეგენდა უკავშირდება, რომელსაც "ტფილისის ჰამქარი" გვიზიარებს:

დღეს 7 მაისია! ამ დღეს თბილისში ყოველთვის წვიმს. არც წლევანდელი წელი იქნება გამონაკლისი. თბილისური ტრადიციის მიხედვით, 7 მაისს თბილისში თუ არ იწვიმებდა, ეს ავისმომასწავებელ ნიშნად მიიჩნეოდა. 2015 წელს 7-ში არ უწვიმია... სამაგიეროდ, 13 ივნისს იწვიმა.... არც შარშან იწვიმა და კი ვართ სახლში გამოკეტილები. წელს თბილისი არ მოგვატყუებს!

ამ წვიმას თავისი ახსნა აქვს. ტფილისში ასეთი ჩვეულება იყო: ახალგაზრდა ქალიშვილები იკრიბებოდნენ საცხოვრებელი სახლების ბანებზე და ეზოებში. მთელი დღე მღეროდნენ, ცეკვავდნენ და მხიარულ საუბარში ატარებდნენ დროს. თან ცისკენ იმზირებოდნენ. არსებობდა ასეთი რწმენა, რომ 7 მაისს საღამოს აუცილებლად უნდა მოსულიყო წვიმა, ბედნიერების წვიმა! ამიტომ ამ წვიმით თმებს ისველებდნენ, რომ ეს ბედნიერება საკუთარ თმებში შეეშროთ...

ვისაც მიამიტური ტფილისი გიყვართ, დღეს თქვენთვის იწვიმებს!" - ვკითხულობთ "ტფილისის ჰამქარის" გვერდზე გავრცელებულ ტექსტში.

მაისის თოვლი - შთამბეჭდავი ფოტოები დათოვლილი ბაკურიანიდან

Facebook და Google საკუთარ თანამშრომლებს სახლიდან მუშაობის უფლებას წლის ბოლომდე მისცემენ

"სიმპსონებმა" 1993 წელს კორონავირუსის პანდემია იწინასწარმეტყველეს? - "იაპონიიდან ამერიკაში ვირუსით სავსე ყუთი გაგზავნეს"