ავტორი:

რა თანამდებობაზე დაინიშნა მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში

რა თანამდებობაზე დაინიშნა მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში

უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობაზე დანიშნა.

ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული გამოცემა „უკრინფორმი“ პრეზიდენტის პრესსამსახურზე დაყრდნობით აქვეყნებს.

მისი ინფორმაციით, დანიშვნის თაობაზე საუბარია პრეზიდენტის 169/2020 ბრძანებაში „რეფორმების ეროვნული საბჭოს საკითხები და რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტი“, რომელსაც სახელმწიფოს მეთაურმა ხელი 7 მაისს მოაწერა.

"გულითადად ვულოცავ მიხეილ სააკაშვილს ახალ საპასუხისმგებლო გამოწვევას. მჯერა, რომ ის შეძლებს იმპულსის მიცემას რეფორმების ეროვნული საბჭოსთვის და დაეხმარება ქვეყნის ცხოვრებაში მნშვნელოვანი ცვლილებების განხორციელებაში" - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ.

3 მოწვევის მილიონერი დეპუტატი, რომელიც მმართველი პარტიის მსხვილი შემომწირველია - გოჩა ენუქიძის ოჯახი და უძრავი ქონება

"არც მიფიქრია ამ სიაზე" - რა პასუხი აქვს გახარიას კითხვაზე, იქნება თუ არა "ქართული ოცნების" საარჩევნო სიის სათავეში

"ეს წელი წლის ბოლომდე საკმაოდ რთული იქნება" - გიორგი გახარია