ავტორი:

თსუ-ს ლექტორი, მწერალი ინგა მილორავა სიცოცხლისთვის იბრძვის - "განვითარდა სეფსისი... რეანიმაციაშია"

თსუ-ს ლექტორი, მწერალი ინგა მილორავა სიცოცხლისთვის იბრძვის - "განვითარდა სეფსისი... რეანიმაციაშია"

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ქართული ფილოლოგიის ლექტორი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, მწერალი და მხატვარი ინგა მილორავა კრიტიკულ მდგომარეობაშია და მას საზოგადოების დახმარება სჭირდება.

მილორავას მდგომარეობა დამძიმდა ოპერაციის შემდეგ, განვითარდა სეფსისი და ის ახლა რეანიმაციულ განყოფილებაში სიცოცხლისთვის იბრძვის.

მის დასახმარებლად "ფეისბუქზე" სპეციალური გვერდიც შეიქმნა, რომელიც მწერლის გადასარჩენად თანხას აგროვებს. საყვარელი ლექტორის დასახმარებლად გაერთიანდნენ უნივერსიტეტის სტუდენტები, მილორავას კოლეგები და მეგობრები, თუმცა მკურნალობისთვის სოლიდური თანხაა საჭირო და მისი დახმარება საზოგადოების ყველა წევრს სულ მცირედითაც შეუძლია:

"ერთიანი ძალებით შევძლებთ დავეხმაროთ მას, სულ მცირედით მაინც! თანხა მოხმარდება მის მკურნალობას.

გთხოვთ, ინგა მილორავასთვის გადმორიცხოთ თანხა შემდეგ ანგარიშზე:

თიბისი ბანკი:

GE35TB7166645061600009

მიმღები: თამარ შარაბიძე

დანიშნულებაში მიუთითეთ: ინგა მილორავასთვის" - ვკითხულობთ საქველმოქმედო ჯგუფის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

1994 წელს მილორავამ გამოსცა მონოგრაფია ნიკო ლორთქიფანიძეზე. არის კიდევ რამდენიმე წიგნის ავტორი - ლიტერატურული წერილების, მოთხრობების, ზღაპრების, ერთი რომანისა და ლექსების. მუშაობს ახალი და უახლესი ლიტერატურის საკითხებსა და პრობლემებზე. ლიტერატურის გარდა, მისი გატაცებაა მხატვრობა და არაჩვეულებრივ ნამუშევრებს ქმნის.

დაათვალიერეთ ინგა მილორავას ნახატები:

ერთ-ერთი ორგანიზაცია, რომელიც სესხის აღებაზე შუამავლობას გთავაზობთ, შესაძლოა თაღლითების მიერ იმართებოდეს - სებ-ის გაფრთხილება

როგორ ატარებს საქართველოში დროს ნიკოლოზ ბასილაშვილის გერმანელი შეყვარებული (ფოტო)

"შავი ჭირით 26 წლის ბიჭი მოგვიკვდა... დღემდე იმის სურათი კედელზე გვაქვს" - 92 წლის ქალი პანდემიასა და მძიმე წარსულზე, როცა "მტრის შვილად" გამოაცხადეს