ავტორი:

"ამაზე პირველად ვლაპარაკობ... ყველაფერი ბუნებრივად მოხდა" - "ჩცდ"-ს მსახიობების გადასაღებ მოედანზე დაწყებული სიყვარულის ამბავი

"ამაზე პირველად ვლაპარაკობ... ყველაფერი ბუნებრივად მოხდა" - "ჩცდ"-ს მსახიობების გადასაღებ მოედანზე დაწყებული სიყვარულის ამბავი

"გულმოდგინედ გეგმავს, მტერზე ჯავრი როგორ იყაროს. ისეთ დარტყმებს აკეთებს, მასთან ქიშპობის სურვილს სამუდამოდ უკარგავს. ერთგული მესაიდუმლეა. რომანტიკას არ სწყალობს, მისი სიყვარული მიწიერ, ყოველგვარ "აფეთქებებს" მოკლებულ ემოციებს ეფუძნება, სამაგიეროდ სტაბილური და მუდმივია", - ასე ახასიათებენ ასტროლოგები ხარის წელში დაბადებულ მორიელს, ეს კი მსახიობ ნინა ლორთქიფანიძის ზოდიაქოს ნიშანია. ამ ყველაფერთან ერთად, ნინა საჯაროდ პირველად, საკუთარი სიყვარულის ამბავსაც გვიამბობს, რომელიც "ჩემი ცოლის დაქალების" გადასაღები მოედნიდან დაიწყო.

- ასტროლოგია მაინტერესებს, მაგრამ ამ მეცნიერებაში კარგად ვერ ვერკვევი. პირადი ჰოროსკოპიც არასდროს შემიდგენია.

- უშიშარი ხარ?

- კი, ასეა. ეს თვისება ჩემს ხასიათშია გამჯდარი. ზოგჯერ შესაძლოა, ჩემს სხვა თვისებებს "გადავაბიჯო" და უშიშრობა წინ წამოვწიო.

- ეს თვისება მიზნის მიღწევაში რამდენად გეხმარება?

- ყველაზე მეტად, ეს თვისება მეხმარება.

- "ყოველთვის მუყაითად შრომობს. საკუთარ საქმეს სხვას არასდროს გააკეთებინებს".

- არ ვიცი, ეს რამდენად კარგი ან ცუდი თვისებაა, მაგრამ როცა საქმეს ვაკეთებ, მირჩევნია, ის სხვების დაუხმარებლად გავაკეთო.

- ვიცი, რომ შეყვარებული ხარ.

- (იცინის) დიახ.

- შენი და გიორგი ტაბიძის (სანის როლი შემსრულებელი) სიყვარულის ამბავი "ჩემი ცოლის დაქალებში" გადაღებებიდან დაიწყო?

- წლებია მე და გიორგი ერთმანეთს ვიცნობთ, მაგრამ ახლო მეგობრები არასდროს ვყოფილვართ. სერიალმა უფრო დაგვაახლოვა.

- ერთმანეთი თეატრალურში გაიცანით?

- ჯგუფელები ვიყავით, შემდეგ მე აკადემიური წელი ავიღე, ამიტომ გიორგიმ ჩემზე ადრე დაამთავრა.

- თქვენი სიყვარულის ამბავი როგორ დაიწყო?

- ყველაფერი თავისთავად და ძალიან ბუნებრივად მოხდა. სერიალის გადაღებებზე ერთმანეთს უფრო მეტად მივეჩვიეთ, მეტი ურთიერთობა გვქონდა. მერე სოციალურ ქსელში მიწერები, საერთო სანაცნობო წრეში შეხვედრები და... ჩვენს ურთიერთობაში სიტყვები ზედმეტი იყო, ერთმანეთისადმი გრძნობა ბუნებრივად ჩამოგვიყალიბდა.

- გიორგიც რომანტიკოსია?

- კი, მაგრამ მგონია, მე მეტად რომანტიკოსი ვარ. რიგ საკითხებზე ერთნაირი შეხედულებები გვაქვს, ერთმანეთის კარგად გვესმის, ეს სასიამოვნოა.

- თქვენი გრძნობები, გადასაღებ მოედანზე თამაშში გეხმარებათ?

- ორივეს გვეხმარება, არადა, ბევრი წყვილისგან გამიგია, რომ შეყვარებულებს ერთად თამაში უჭირთ. გიორგის გვერდით მეტად გახსნილი, თავდაჯერებული ვარ. სანამ კამერები ჩაირთვება, გავდივართ და რიგ სცენებს ერთად განვიხილავთ, აზრებს ვცვლით.

- ამ თემაზე საჯაროდ გილაპარაკია?

- არა, ახლა პირველად ვლაპარაკობ, ბევრმა არც იცის. საერთოდ, დეტალებზე ლაპარაკი არ მინდა, მსურს ჩემთვის დავიტოვო.

- სასიამოვნო მოულოდნელობები თქვენს ურთიერთობაში ხშირად არის?

- დიახ.

- საგანგებო მდგომარეობის პირობებშიც?

- რა თქმა უნდა, ჩვენ ერთმანეთის გაოცებას და გახარებას ხშირად ვახერხებთ. შესაძლოა, ეს სულაც მიმოწერის დონეზე იყოს. ჩვენი ურთიერთობა ერთფეროვანი ნამდვილად არ არის. გიორგიც მორიელია, ზოდიაქოს ნიშანიც ერთი გვაქვს....წაიკითეთ სრულად

"ზურასა და ჩემს ნიჭს მარინა ბერიძე ჩრდილს ვერ მიაყენებს... მე ზურა გავაბედნიერე" - რას ჰყვება მუსიკოსი რუსუდან მუმლაძე მეუღლის ყოფილ ოჯახზე და როგორ პასუხობს ცნობილ პროდიუსერს

"გუშინდელი შერიგება არის პროცესების გაყინვა, დროებითი ჩახშობა - რთული რეგიონია" - რას ამბობს კონფლიქტოლოგი დმანისის მოვლენებზე?

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები CERN-ის საერთაშორისო კონფერენციაში - CHEP 2021 იღებენ მონაწილეობას