ავტორი:

"საქართველოში პოლიტპატიმრები არ არსებობენ, წერტილი!" - გახარიას პასუხი ანდრიუს კუბილიუსის წერილზე

"საქართველოში პოლიტპატიმრები არ არსებობენ, წერტილი!" - გახარიას პასუხი ანდრიუს კუბილიუსის წერილზე

საქართველოში პოლიტპატიმრები არ არსებობენ, წერტილი! - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ევროპარლამენტის წევრის ანდრიუს კუბილიუსის ღია წერილს.

მისი თქმით, ხელისუფლება 8 მარტის შეთანხმებას შეასრულებს.

„საქართველოში პოლიტპატიმრები არ არსებობენ, წერტილი! საქართველოში პოლიტიკური მართლმსაჯულება არ არსებობს, კიდევ ერთი წერტილი. რაც შეეხება აღებულ ვალდებულებებს, სახელმწიფო ყველა იმ ვალდებულებას, რომელიც აიღო თავისი სტრატეგიული პარტნიორების წინაშე, ყველაფერს შეასრულებს”, - განაცხადა გახარიამ.

შეგახსენებთ, ევროპარლამენტის წევრმა, ანდრიუს კუბილიუსმა საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს, პრემიერ-მინისტრს, გიორგი გახარიას და პარლამენტის თავმჯდომარეს, არჩილ თალაკვაძეს ღია წერილით მიმართა და მოუწოდა, ხელისუფლებამ შეასრულოს ოპოზიციასთან 8 მარტს მიღწეული შეთანხმება. წერილში აღნიშნულია, რომ სამწუხაროდ, გიგი უგულავას, ირაკლი ოქრუაშვილის და გიორგი რურუას საქმეები სათანადოდ არ იყო გადაჭრილი.

"შეზღუდვები გვჭირდება, მაგრამ არ გვჭირდება საგანგებო მდგომარება და კომენდანტის საათი" - გიორგი გახარია

"ნათელაშვილი უგულავას ჯალათს უწოდებდა, მათი ზონდერები სასტიკად გვარბევდნენ..." - როგორ იცვალეს სახე პოლიტიკურმა ლიდერებმა?

LIVE "ნიუსრუმიდან" - ოთო კახიძე; ანა ნაცვლიშვილი