ავტორი:

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 9 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 9 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა ბოლო 24 საათში 9-ით გაიზარდა და 635 გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი 12-ით გაიზარდა 309 გახდა.

კარანტინის რეჟიმშია 4717 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 452 პირი. ინფორმაციისთვის, 635 ადამიანიდან 309 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 10 გარდაიცვალა. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

ავარია წყალტუბოში - ავტომობილი ბუნებრივი აირის მილს შეეჯახა

3-დღიანი ძებნის შემდეგ, მაშველებმა ზვავში მოყოლილი მამაკაცის ცხედარი იპოვეს - ფოტოები საძიებო ოპერაციიდან

"თანმხლები მძიმე დაავადებების შედეგად გარდაიცვალა" - კორონავირუსით გარდაცვლილი პაციენტი 45 წლის ქალია