ავტორი:

"უნდა მივაღწიოთ იმას, რომ გული გაგვითბეს, გულში შევიდეს უფალი. ეს ძალიან ძნელია, მაგრამ მისაღწევია" - პატრიარქი

"უნდა მივაღწიოთ იმას, რომ გული გაგვითბეს, გულში შევიდეს უფალი. ეს ძალიან ძნელია, მაგრამ მისაღწევია" - პატრიარქი

ჩვენ ვცხოვრობთ ურთულეს დროს. ნუ იფიქრებთ, რომ ამის მეტი გზა არ არის, არის. ღმერთი მოგვცემს ჩვენ მადლსა და ძალას და ჩვენ ვნახავთ სიხარულს , - ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში ტრადიციული საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ ქადაგებისას განაცხადა.

როგორც პატრიარქმა აღნიშნა, ადამიანებმა უნდა მიაღწიონ იმას, რომ გულში უფალი შევიდეს, რაც „ძალიან ძნელია, მაგრამ მისაღწევია“.

„რა არის მიზანი ადამიანის ცხოვრებისა? როდისაა ადამიანი კმაყოფილი, ბედნიერი და როდის არ არის? ჩვენ ვხედავთ ხშირად, რომ ყველაფერი გააჩნია, მდიდარი არის, მაგრამ ბედნიერი არ არის. ჩვენ უნდა მივაღწიოთ იმას, რომ გული გაგვითბეს, გულში შევიდეს უფალი. ეს ძალიან ძნელია, მაგრამ მისაღწევია. ჩვენ ვცხოვრობთ ურთულეს დროს. ნუ იფიქრებთ, რომ ამის მეტი გზა არ არის, არის. ღმერთი მოგვცემს ჩვენ მადლსა და ძალას და ჩვენ ვნახავთ სიხარულს. სიხარული სიყვარულის შედეგია. სიყვარული თუ აქვს ადამიანს, სიხარულიც ექნება. ღმერთი არის სიყვარული. ღმერთი იყოს თქვენთან და ჩვენთან. ღმერთმა ინებოს ჩვენი სულიერი გადარჩენა. ჩვენთან არს ღმერთი. გაიხარეთ ორსავე ქვეყანას შინა“, - ბრძანა პატრიარქმა.

"კორონავირუსი არსად გამქრალა... შეიძლება ყოველ წუთს იფეთქოს" - ამირან გამყრელიძე

"200 კაცი რომ ნასვამი იქნება, რომელ დისტანციის დაცვაზეა ლაპარაკი?" - იმნაძის თქმით, ქორწილი, ქელეხი და იუბილე ისევ არ არის რეკომენდებული

ქალი, რომლის კომენტარმაც შაქარაშვილის სიკვდილზე საზოგადოება აღაშფოთა, მოქმედი მასწავლებელი არ არის - განათლების სამინისტროს განცხადება