ავტორი:

"თუ ვაქცინის გაკეთებას ყველას დააძალებენ, ეს ეშმაკისეული მოქმედება იქნება" - მეუფე ნიკოლოზი მეუფე საბას ეხმაურება

"თუ ვაქცინის გაკეთებას ყველას დააძალებენ, ეს ეშმაკისეული მოქმედება იქნება" - მეუფე ნიკოლოზი მეუფე საბას ეხმაურება

კუმურდოსა და ახალქალაქის მიტროპოლიტის, მეუფე ნიკოლოზის განცხადებით, თუ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთებას ყველა ადამიანს დააძალებენ, ეს „ეშმაკისეული მოქმედება იქნება“.

ამ სიტყვებით მეუფე ნიკოლოზი ხონისა და სამტრედიის ეპისკოპოსის, მეუფე საბას იმ განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც ვაქცინა, რომელიც შეიქმნება, ადამიანის დამორჩილებას მოემსახურება.

„რაზეც მეუფე საბამ გააკეთა რეაგირება, იყო ის, რომ ეს ვაქცინა იქნება საყოველთაო. ანუ, ყველა ადამიანს დააძალებენ ამ ვაქცინის გაკეთებასო. ეს არის ნამდვილად ეშმაკისგან. თუ ყველა ადამიანს დააძალებენ ამ ვაქცინის გაკეთებას, ყველა ადამიანს იძულებულს გახდიან, ეს ეშმაკისეული მოქმედება იქნება. მე ამას იმპერატიულად არც ერთი ადამიანისგან არ მივიღებ. თუ იქნება იმპერატიულად, რომ ეს აუცილებლად უნდა გაიკეთოს საყოველთაოდ ყველამ, ყოველგვარი ახსნის გარეშე, მე ამაში მონაწილეობას არ მივიღებ. ვაქცინას აუცილებლად გავიკეთებ, მაგრამ თუ დამაძალებენ - არა“, - განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.

მისი თქმით, ეკლესია, ზოგადად, მკურნალობისა და ვაქცინაციისადმი პოზიტიურადაა განწყობილი.

„ზოგადად, ეკლესიის დამოკიდებულება მკურნალობისადმი არის პოზიტიური, ვაქცინებისადმიც არის პოზიტიური. ახალი ვაქცინა არ არსებობს და რა გითხრათ, რომ შეიქმნება, მერე ვნახოთ, რა არის. გაიაროს ამ ვაქცინამ გამოცდები და მერე ვისაუბროთ“, - განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.

შეგახსენებთ, რომ მეუფე საბამ ქადაგებისას შემდეგი განცხადება გააკეთა: „შემოთავაზებული იქნება ადამიანებისთვის ვაქცინა, რომელიც არა იმდენად ვირუსს მოემსახურება, არამედ ადამიანის დამონებას, ადამიანების მართვას, დამორჩილებას“.

"საქართველოში ბინასა და კოვიდსასტუმროებში 15-16 პაციენტია გარდაცვლილი" - თენგიზ ცერცვაძე

"პროტექციონიზმი ყველგან არსებობს და სავარაუდოდ, საქართველოშიც არის მსგავსი შემთხვევები, როცა პაციენტები ნაცნობობით ხვდებიან კლინიკაში" - თენგიზ ცერცვაძე

"რატომ აღმოჩნდა "რემდესივირი" თენგიზისთვის და არა სხვებისთვის - მეგობრებმა გამომიგზავნეს უცხოეთიდან და ვის შეუძლია ეს შეზღუდოს?!" - თენგიზ ცერცვაძე კრიტიკას პასუხობს