ავტორი:

ქუთაისში კორპუსის ფასადი ჩამოინგრა - ჩამონგრეული მასალა გამვლელს დაეცა

ქუთაისში კორპუსის ფასადი ჩამოინგრა - ჩამონგრეული მასალა გამვლელს დაეცა

ქუთაისში, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ფასადის ნაწილი ჩამოინგრა. შემთხვევა ბუხაიძის ქუჩაზე მოხდა.

ჩამონგრეული მასალა გამვლელს დაეცა, რის შედეგადაც მოქალაქემ თავის არეში ღია ჭრილობა მიიღო.

ადგილზე სასწრაფო გამოიძახეს და შუახნის ქალი ინტერვენციული მედიცინის ცენტრში გადაიყვანეს.

მედიკოსების თქმით, ჭრილობა საშიში არ არის და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

"სარფში დაკავებულ პირს COVID-19 დაუდასტურდა..." - სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადება

გვირილობის დღისადმი მიძღვნილი ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის აქცია

BTU ტექნოლოგიური ტრენდების შესახებ ღია ვებინარებს იწყებს