ავტორი:

ნახევრად შიშველი მადონას ფოტოებმა სოციალური ქსელი "ააფეთქა" - ფანები ფიქრობენ, რომ 61 წლის პოპვარსკვლავმა უკანალი გაიდიდა

ნახევრად შიშველი მადონას ფოტოებმა სოციალური ქსელი "ააფეთქა" - ფანები ფიქრობენ, რომ 61 წლის პოპვარსკვლავმა უკანალი გაიდიდა

პოპ-ვარსკვლავი მადონა, 61 წლის ასაკში, კორონავირუსის პანდემიის ფონზე ახერხებს, რომ დღის ერთ-ერთი მთავარი თემა გახდეს და სოციალური ქსელების მომხმარებელთა ყურადღება მიიპყროს.

მადონამ გულშემატკივრებს გაუმხილა, რომ მუხლის ოპერაცია გაიკეთა, რის შემდეგაც აუტანელი ტკივილებით იტანჯება და ახლა რეგენერაციულ მკურნალობას იტარებს, რაც მკვდარი უჯრედების ახლით ჩანაცვლებას გულისხმობს. ეს ერთგვარი უჯრედული თერაპიაა.

მადონა სთხოვს ფანებს, რომ წარმატებები უსურვონ და აღნიშნავს, რომ მკურნალობას 8 თვე დასჭირდება. აღნიშნული შესახებ პოპვარსკვლავმა "ინსტაგრამის" პირად გვერდზე დაწერა და თან ორი ახალი ფოტოც გამოაქვეყნა.

მადონას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე უფრო მეტი ყურადღება მისმა უკანალმა მიიპყრო. გულშემატკივრები წერენ, რომ მომღერალმა უკანალი გაიდიდა. აღნიშნულის შესახებ წერს ბრიტანული გამოცემა "დეილი მეილიც" და იმის საილუსტრაციოდ, რომ მადონამ უკანალი მართლაც გაიდიდა, მომღერლის ძველ და ახალ ფოტოებს ადარებს ერთმანეთს.

პირველი ფოტო 2008 წელსაა გადაღებული, ხოლო მეორე, შავ-თეთრი ფოტო ახალია

61 წლის მომღერალმა, გარდა მუხლის ოპერაციისა, როგორც თვითონ ამბობს, მძიმე ვირუსი გადაიტანა, მოგვიანებით კი მას კორონავირუსის მიმართ ანტისხეულები აღმოაჩნდა.

"რამდენიმე დღის წინ ტესტი ჩავაბარე და გავიგე, რომ კორონავირუსის მიმართ ანტისხეულები მაქვს, ამიტომ ხვალ ავტომობილით ვივლი და კორონავირუსით გაჟღენთილ ჰაერს შევისუნთქავ“, - წერდა რამდენიმე დღის წინ მადონა "ინსტაგრამზე".

"ბინდის“ მსახიობი მეგობარ გოგონასთან ერთად გარდაცვლილი იპოვეს

ბრედ პიტს 25 წლით უმცროს ქალთან რომანს მიაწერენ - "სახლში აკითხავს და დროს ჰარმონიულად ატარებენ“

თურქი მსახიობი, რომელმაც აქამდე ცნობილი ყველა თურქი ვარსკვლავი დაჩრდილა - ვინ არის ქართველი ქალების ახალი გულთამპყრობელი აქინ აქინოზუ