ავტორი:

როდის განაახლებს თბილისში მუნიციპალური ტრანსპორტი მუშაობას - კალაძის პასუხი

როდის განაახლებს თბილისში მუნიციპალური ტრანსპორტი მუშაობას - კალაძის პასუხი

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, მუნიციპალიტეტი მზად არის საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობა განაახლოს, თუმცა, დარგის სპეციალისტების მითითებებს ელოდებიან.

როგორც კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მან არ იცის კონკრეტული ვადა, როდის დაიწყებს საზოგადოებრივი ტრანსპორტი თბილისში მუშაობას.

"ჩვენთანაც ბევრი ზარი შემოდის ცხელ ხაზზე საზოგადოებრივი ტრანსპორტის აღდგენასთან დაკავშირებით. ეს არ არის ჩვენი გადაწყვეტილება. ველოდებით, დარგის სპეციალისტები როგორც კი მოგვცემენ მითითებას, როგორც კი გვეტყვიან, რომ დღეიდან უნდა ამოქმედდეს საზოგადოებრივი ტრანსპორტი, გვაქვს სრული მზადყოფნა და მაშინვე დაიწყებს საზოგადოებრივი ტრანსპორტი მუშაობას. ვერ გეტყვით ეს როდის იქნება“, - განაცხადა კალაძემ.

როდემდე შენარჩუნდება წვიმიანი ამინდი - უახლოესი დღეების პროგნოზი

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

პარლამენტმა დაამტკიცა კანონპროექტი, რომლითაც საპატრიარქოს ეკლესია-მონასტრებთან არსებული ტყის ფართობები გადაეცემა