ავტორი:

"ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა... მისი მთავარი პრობლემა უთბილისობაა" - ისრაელში საცხოვრებლად წასული ზურა დოიჯაშვილი მძიმე მდგომარეობაშია

"ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა... მისი მთავარი პრობლემა უთბილისობაა" - ისრაელში საცხოვრებლად წასული ზურა დოიჯაშვილი მძიმე მდგომარეობაშია

მომღერალი ზურა დოიჯაშვილი მძიმედ არის ავად და ისრაელის ერთ-ერთ კლინიკაში გადის მკურნალობას. ამის შესახებ სოციალურ ქსელში მისი მეგობრები წერენ:

"შენ თბილისი გჭირს, სხვა ჟანგბადი ვერ ჩაისუნთქა შენმა ფილტვებმა! მალე გამოგვიჯანმრთელდი ზურა!", "მეგობრებო, გთხოვთ ყველამ ვილოცოთ ზურას გამოჯანმრთელბისთვის" - წერენ დოიჯაშვილის ახლობლები "ფეისბუქზე".

AMBEBI.GE მომღერლის მდგომარეობით დაინტერესდა და დაუკავშირდა მის მეგობარს, მუსიკოს ნუგზარ კვაშალს:

- ზურა თავის ოჯახთან ერთად ისრაელში ცხოვრობს, იქაური სამედიცინო სამსახური, თითქმის ერთი წელია იკვლევს და ჯერჯერობით ვერ დაადგინეს ზუსტი დიაგნოზი, რა სჭირს. ვერ ვხვდებით, ასე როგორ მოხდა, რომ იქ ამის დადგენა გაუჭირდათ, მაგრამ ფაქტი ასეთია. ხან რა თქვეს, ხან - რა.

რეალურად პრობლემა ფილტვებზეა, მაგრამ ეს არ არის კორონავირუსით გამოწვეული, ფილტვები მანამდეც აწუხებდა.

საოცრად თბილი და კარგი ადამიანია ზურა, უდიდესი მუსიკოსი, რომელსაც ამ ეტაპზე ძალიან დიდი პრობლემა აქვს ჯანმრთელობის მხრივ - ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა შეერთებული, თუმცა ამ აპარატზე ადრეც იყო შეერთებული, შემდეგ დასტაბილურდა სიტუაცია და მოხსნეს.

ზურას ყველაზე დიდი და ნომერ პირველი პრობლემა უთბილისობაა. უთბილისოდ ვერ ძლებს, რადგანაც ჭეშმარიტი და ნამდვილი თბილისელია. ვფიქრობ, რომ ასე იმიტომ გამწვავდა მისი მდგომარეობა, რომ ნოსტალგია მოეძალა და ამით გამოწვეული უსიამოვნო ემოციები დაგროვდა მის ორგანიზმში.

მიმაჩნია, რომ ძლიერი ადამიანია და იმასაც ვფიქრობ, რომ დაძლევს პრობლემას, კარგად იქნება. მთელი ცხოვრება მღეროდა, მომღერლებს ხომ იცით, ფილტვები ძლიერი უნდა ჰქონდეთ და აქვთ კიდეც. ჩავთვალოთ, რომ ახლა ის პროფილაქტიკის კურსს გადის, გამოჯანმრთელების მიზნით არის სტაციონარში მოთავსებული და ხელოვნური სუნთქვის აპარატიც ამისთვის სჭირდება. თუმცა ჩვენ მის მდგომარეობას, როგორც უნდა იყოს, განვიცდით.

- როდის გადავიდნენ ისრაელში საცხოვრებლად?

- ნოემბერში 2 წელი გახდება, რაც მისი ოჯახი საქართველოდან გადაიხვეწა.

- ეს მძიმე ეკონომიკური სიტუაციიდან გამომდინარე მოხდა?

- ზოგადად, ოჯახური მდგომარეობიდან გამომდინარე. იყო ფინანსური, ბინის პრობლემები... მოკლედ, ბევრი რამ დაგროვდა და ზურამ, შეიძლება ითქვას, რომ თავი „გაწირა“ ისრაელში წასასვლელად.

წასვლა ტექნიკურად არ გასჭირვებიათ, ზურას ბებია ებრაელი ჰყავდა, საბუთები ადვილად მიიღო... იცოდა, რომ თბილისის გარეშე ვერ გაძლებდა, მაგრამ წავიდა... თუმცა, ნოსტალგიამ თავისი გაიტანა. ვიმეორებ, მისი მთავარი პრობლემა ესაა. ჯანმრთელობა ვუსურვოთ ამ კარგ ადამიანს!

24 წლის გიგი გობეჯიშვილს, რომელიც დაუდგენელ დაავადებას ებრძვის, საზოგადოების დახმარება ესაჭუროება

თბილისში ოკუპაციის მსხვერპლთა ხსოვნის მემორიალი დააზიანეს

"მესამე ტალღა მოსალოდნელია, თუმცა ეს არაა სავალდებულო, ეს არაა ბედისწერა" - თენგიზ ცერცვაძე