ავტორი:

ნაკლები ხალხი, მეტი დისტანცია და ელექტრონული რიგი - როგორ იმუშავებენ სილამაზის სალონები 18 მაისიდან

ნაკლები ხალხი, მეტი დისტანცია და ელექტრონული რიგი - როგორ იმუშავებენ სილამაზის სალონები 18 მაისიდან

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, სილამაზის სალონებში, რომელიც 18 მაისიდან გაიხსნება, სულ სხვა პრინციპებზე აწყობილი პროცედურები იქნება, რასაც თავად ეს ბიზნესი პასუხისმგებლობით მოეკიდა.

ამის შესახებ თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

"სილამაზის სალონები, რომელიც არის ძალიან დიდი სეგმენტი მცირე ბიზნესის, ინდმეწარმეებისა და მიკრომეწარმეების, ასაქმებს ბევრ ადამიანს და საკმაოდ დიდი მოთხოვნაც არსებობს ამ სერვისებზე, იყო ძალიან პრიორიტეტული და მნიშვნელოვანი ჩვენთვის.

დღეს ჩვენ ვხედავთ, რომ ეპიდემიოლოგიური ვითარება გვაძლევს საშუალებას მკაცრი სტანდარტების დაცვით 18 მაისიდან მოხდეს სილამაზის სალონების აღდგენა. მე და ჩემს კოლეგებსაც მჭიდრო კომუნიკაცია გვაქვს ბევრ ბიზნესთან და მათ შორის სილამაზის სალონებთან, იქ დასაქმებულ ადამიანებთან, ვიცი, რომ ძალიან პასუხისმგებლიანად მიუდგნენ ყველა იმ შეზღუდვას, რაც იქნება დაწესებული.

ეს უკვე იქნება სულ სხვა პრინციპებზე აწყობილი პროცედურები, ნაკლები ადამიანი იქნება, ელექტრონული რიგი იქნება, სოციალური დისტანცია იქნება დაცული და ჩვენც ასევე პასუხისმგებლიანად უნდა მივუდგეთ ამ საკითხს, როგორც მომხმარებლები. ვფიქრობ, ძალიან დროული და კარგი გადაწყვეტილებაა, რომელიც წაადგება აქ დასაქმებულ ათასობით ადამიანს“, - განაცხადა თურნავამ.

2019-2020 სასწავლო წელი აკადემიურ წლად არ გამოცხადდება - ვინ როდის დაამთავრებს სწავლას სკოლებში

თეგეტა მოტორსი ქართველი ექიმებისთვის

როგორ უნდა შეივსოს განაცხადი დაქირავებულ პირთა კომპენსაციის მისაღებად - შემოსავლების სამსახური ინსტრუქციას ავრცელებს