ავტორი:

რომელი ახალი სახეები შეიძლება ვიხილოთ "ქართული ოცნების" საარჩევნო სიაში

რომელი ახალი სახეები შეიძლება ვიხილოთ "ქართული ოცნების" საარჩევნო სიაში

მიუხედავად იმისა, რომ ჯერ საბოლოოდ ისიც კი არ ვიცით, მომავალი საპარლამენტო არჩევნები როგორი საარჩევნო სისტემით ჩატარდება, ანუ მოესწრება თუ არა საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელება, პოლიტიკურ პარტიებს უკვე დაწყებული აქვთ მუშაობა საარჩევნო სიებზე. განსაკუთრებული მოლოდინია იმისა, თუ "ქართული ოცნება" ვის წარუდგენს ამომრჩეველს და რამდენად მოახერხებს გუნდის მნიშვნელოვან გადახალისებას.

დღევანდელი მდგომარეობის გათვალისწინებით, წესით, სიაზე, გუნდის ორი გამოკვეთილი ლიდერი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია და თბილისის მერი კახა კალაძე უნდა ფიქრობდნენ, თუმცა, ისიც ცხადია, რომ საბოლოოდ სიის ფორმირება, რა თქმა უნდა, პარტიის თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის გადასაწყვეტი იქნება. აქვე გასათვალისწინებელია ხელისუფლების შიგნით არსებულ დაფარული პროცესები, რაც რიგ შემთხვევაში ძალოვანებს და მათ პოლიტიკურ ამბიციებს უკავშირდება.

"ქართული ოცნების" წარმომადგენლებისგან ისმის ზოგადი განცხადებები, რომ სიაში აუცილებლად იქნებიან ახალი სახეები. "კვირის პალიტრა" შეეცადა გაერკვია, ვინ მონაწილეობს საარჩევნო სიის დაკომპლექტებაში და ვისთან აწარმოებენ მოლაპარაკებებს?

როგორც ამბობენ, სიაში ადგილებისთვის შიდა ომია ძველ სახეებს შორის, ვისთვისაც დეპუტატობა ბევრად მომგებიანი პოზიციაა, ვიდრე ნებისმიერი სხვა თანამდებობა.

როგორც კონფიდენციალური წყარო გვეუბნება, სიის მკაფიო კონტურები ჯერჯერობით არ ჩანან, მაგრამ აქტიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს და "ქართული ოცნების" სიაში შესაძლოა ვიხილოთ ექსპერტი გია აბაშიძე, სოციოლოგი და ამჟამად ტელეკომპანია "იმედის" წამყვანი ვალერიან (ვაკა) გორგილაძე, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე, იურისტი თამთა მეგრელიშვილი, ექსპერტები: ნიკოლოზ მეტრეველი და ირაკლი ლატარია...

წყაროს თქმით, ახლა მათი დატესტვა მიმდინარეობს, მათ უშვებენ დებატებში სხვადასხვა ტელევიზიაში, აკვირდებიან რამდენად შეძლებენ ისინი "ოცნების" ამოქაჩვას წაიკითხეთ ვრცლად

თემურ აბაზოვი პოლიტიკაში ბრუნდება - მარნეულის ყოფილი მერის თქმით, "ქართული ოცნების" პროპორციულ სიაში იქნება

ეთერშია თოქ-შოუ "360 გრადუსი" - 3 თვე არჩევნებამდე; ოპოზიციის პოზიცია

LIVE: დღის მნიშვნელოვანი ამბები "საღამოს ნიუსრუმში"