ავტორი:

ბოლნისში კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

ბოლნისში კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

ბოლნისის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით შერაზადიშვილმა განუცხადა.

მისი განცხადებით, ინფიცირებულების პირველწყარო დადგენილია და კონტაქტებიც მოძიებულია.

„გუშინ 131 ნიმუში იყო აღებული, ამ დროისთვის 81 ადამიანის პასუხი არის ცნობილი, დანარჩენის მოგვიანებით გვექნება. 15 შემთხვევა დაფიქსირდა. 8 ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ გეტაში და 7 სოფელ მუშევანში. მათი პირველწყარო და კონტაქტები დადგენილია. ინფიცირებულები სოფელ გეტადან გაყვანილები არიან“,-განაცხადა დავით შერაზადიშვილმა.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელი გეტა ჩაიკეტა და მკაცრი კარანტინი გამოცხადდა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 671-მდე გაიზარდა

ამირან გამყრელიძე განმარტავს, რატომ გაიზარდა ბოლნისში ინფიცირებულთა რიცხვი ერთ დღეში 15-ით