ავტორი:

მაია ჯაბუას უცნობი შვილი, რომელიც ცნობილი მსახიობისგან ჰყავს - "თორნიკე 3-4 წლის იყო, როცა აფხაზეთიდან წამოვედით"

მაია ჯაბუას უცნობი შვილი, რომელიც ცნობილი მსახიობისგან ჰყავს - "თორნიკე 3-4 წლის იყო, როცა აფხაზეთიდან წამოვედით"

მაია ჯაბუა იმ "მზიურელების" სიაშია, რომლებიც ბავშვობიდან შეიყვარა საზოგადოებამ. მის დანახვაზე დღემდე ბევრს გემის კიჩოზე პიონერის ყელსახვევით მდგარი პატარა გოგონა ახსენდება. შემდეგ იყო სამი ქორწინება, საიდანაც სამი შვილი ჰყავს. სწორედ უკანასკნელი ქორწინება, უშიშროების ყოფილ მინისტრ ვახტანგ ქუთათელაძესთან აღმოჩნდა ყველაზე მყარი და მშვიდი მომღერლის ცხოვრებაში.

მაია ჯაბუა და ვახტანგ ქუთათელიძე

პირველი ქორწინებიდან მაია ჯაბუას 28 წლის შვილი თორნიკე ბერიკაშვილი ჰყავს. თუმცა ძალიან ცოტამ თუ იცის, რომ მისი პირველი ქმარი რუსთაველის თეატრის ცნობილი მსახიობი ლევან ბერიკაშვილი გახლდათ. წყვილის ქორწინება ექვს წელიწადს გაგრძელდა.

ლევან ბერიკაშვილი

"ოჯახის დანგრევაში ტრაგედიას ვერ ვხედავ. თუკი ისე არ აეწყო ყველაფერი, როგორც ორივეს გვინდოდა და როგორც გვეგონა, იქნებოდა, მერე რა მოხდა?! როცა ხვდები, რომ ძალით ვეღარ შეაწებებ ურთიერთობას, უნდა დაშორდე. თან, ეს მანამდე უნდა მოახერხო, ვიდრე მტრად გადაეკიდები. ასეთ დროს ოჯახს კი არ ანგრევ, არამედ ნანგრევებში ცხოვრება აღარ გსურს.

რაც შეეხება შვილს: არც ის უნდა აცხოვრო ნანგრევებში, მაგრამ ისე უნდა მოიქცე, რომ მამა არ შეაძულო. თორნიკე პატარა იყო, როცა ლევანს დავშორდი. მოვახერხე, რომ იუმორით მიმეწოდებინა მისთვის ყველაფერი. ჰოდა, ამიტომაც არ იქცა ჩემი და ლევანის დაშორება თორნიკესთვის ტრაგედიად. მას მამასთან დღესაც მშვენიერი ურთიერთობა აქვს.“ - ამბობდა მაია ჯაბუა ერთ-ერთ ინტერვიუში.

ლიზა ყენია და თორნიკე ბერიკაშვილი

ლევან ბერიკაშვილი სოხუმში დაიბადა და გაიზარდა. აფხაზეთის ომამდე ის და მაია ჯაბუა იქ ცხოვრობდნენ, სანამ ერთ საბედისწერო დღეს, სუფრასთან მჯდომ მსახიობს თბილისიდან რობერტ სტურუამ არ დაურეკა, იმის საკითხავად, დაიწყო თუ არა აფხაზეთში ომი.

"ჩემი უფროსი შვილი, თორნიკე 3-4 წლის იყო. ძალიან გამიჭირდა შვილისა და ცოლის იქიდან გამოყვანა. მაშინ ჩემი მეუღლე მაია ჯაბუა იყო. ბავშვი მეხრჩობოდა, ისეთი ჭყლეტა იყო. ერთ მომენტში დავკარგე და მაიამ, ჩემმა მეუღლემ იპოვა. მერე რუსმა ჯარისკაცმა უშველა, თორემ მომიკვდებოდა. საშინელი გასახსენებელია ის მომენტები. მტერსაც არ ვუსურვებ იმ ყველაფრის გამოვლას. უამრავი მეგობარი დავკარგე.

მარტო, თანაკლასელი მომიკვდა ათი. ჩემთვის უახლოესი ადამიანი პირველი მოკლეს ლესელიძეში. თუმცა, ღვთის წყალობით, იქ დღესაც ბევრი მეგობარი მყავს. ერთხელაც თუ სადმე მკვდარს მნახავენ, ხელზე სოხუმის სახლის მისამართი მაწერია. იმიტომ რომ, მინდა, იცოდნენ – ჩემი სახლი იქაა" - იხსენებდა "თბილისელებისთვის" მიცემულ ინტერვიუში ბერიკაშვილი.

რაც შეეხება თორნიკე ბერიკაშვილს, ის დაოჯახებულია და სოციალურ ქსელში მეუღლესთან ერთად გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს. მისი საქმიანობის შესახებ პოპულარული მშობლები არასოდეს საუბრობენ. როგორც ჩანს, ახალგარდა მათ გზას არ გაყოლია.

"შვილის გარდატეხის ასაკს პირველად რომ შევეჯახე, როდესაც ვიგრძენი, თორნიკე ჩემგან "მიდიოდა", რაღაც ძალიან მეტკინა სულში. იოლი არ იყო მისი დაგვიანებების ატანა, მის მოლოდინში ღამეების თენება, პირველი დათრობა, მაგრამ ვერაფერს შევცვლიდი. მთავარი ის იყო, რომ იცოდა, იქვე ვიყავი და რა წამსაც დავჭირდებოდი, შეეძლო დაეძახა. შვილმა შეიძლება წაიფორხილოს, წაიქცეს კიდეც, მაგრამ მე იმისთვის ვარ, რომ წამოვაყენო..." - ამბობს მაია ჯაბუა ინტერვიუში.

სახელმწიფო ასევე დაეხმარება დასაქმებულებს, რომლებსაც მარტის ხელფასი აპრილში ჩაერიცხათ, მაგრამ აპრილში სამსახური დაკარგეს

"გაფართოვდა კომპენსაციის მიმღებ დასაქმებულ პირთა წრე..." - შემოსავლების სამსახური განცხადებას ავრცელებს

ახლა უკვე Volvo-ს ყველა მოდელს აქვს 180 კმ/სთ სიჩქარის შეზღუდვა და „Care Key“ მეტი უსაფრთხოებისთვის