ავტორი:

5 აუდიოწიგნი, რომელიც რიგში დროის გასაყვანად დაგეხმარებათ

5 აუდიოწიგნი, რომელიც რიგში დროის გასაყვანად დაგეხმარებათ

ალბათ, ვერასდროს წარმოვიდგენდით, თუ მარკეტთან, ბანკის ფილიალთან, აფთიაქთან თუ სხვა ობიექტთან ხანდახან ნახევარი საათზე მეტიც კი მოგვიწევდა რიგში დგომა.

ეს მოსაბეზრებელი პროცესი ხშირად ჩვენს გაღიზიანებას იწვევს და როგორც არ უნდა გვჭირდებოდეს კონკრეტული პროდუქტი, უბრალოდ, ვტოვებთ რიგს, მივდივართ სახლში და კიდევ უფრო ცუდ ხასიათზე ვდგებით, რადგან დრო ტყუილად დავკარგეთ და ვერც სასურველი შედეგი მივიღეთ.

ჩვენი სიმშვიდისთვის და დროის ნაყოფიერად გასატარებლად, აუდიოწიგნების პლატფორმა gudabooks.ge-ს რეკომდენდაციით, გთავაზობთ 5 წიგნს, რომელიც რიგში დროის გასაყვანად დაგვეხმარება:

ბრაიან თრეისი - „შეჭამე ბაყაყი!“

თითქმის ვერ ნახავთ ადამიანს, რომელსაც „შეჭამე ბაყაყის“ შესახებ არ სმენია, თუმცა წასაკითხად ვერასდროს მოიცალა. ახლა სწორედ ის დროა, როცა ბოლოს და ბოლოს შეგვიძლია, ეს წიგნი მოვისმინოთ და გავიგოთ, რისი თქმა უნდა ჩვენთვის ბრაიან თრეისს.

ავტორი გვეუბნება, რომ როდესაც რაიმე უსიამოვნო, აუცილებელი და გადაუდებელი საქმე გვაქვს გასაკეთებელი, ვცდილობთ, თავი ავარიდოთ მას (ეს ყველა ჩვენგანისთვის ნაცნობი მოვლენაა). ამ დროს კი უბრალოდ, დროს ვკარგავთ და ეს კონკრეტული საქმე გადაუჭრელ ამოცანად რჩება. ბრაიან თრეისი გვასწავლის, როგორ „შევჭამოთ ეს ბაყაყი“ ანუ ჩვენთვის ძალიან უსიამოვნო საქმე წარმატებით შევასრულოთ და დავასრულოთ მისგან გამოწვეული დისკომფორტი.

ბრაიან თრეისი არის 70-ზე მეტი წიგნის ავტორი, რომლებიც ათობით ენაზე ითარგმნა.

ლეილა - „იძულებით გათხოვილი“

მას შემდეგ, რაც გამომცემლობა „პალიტრა L”-მა „ლეილა იძულებით გათხოვილი“ გაყიდვაში ჩაუშვა, ის ერთ-ერთ ბესტსელერად იქცა.

წიგნი მოგვითხრობს იძულებითი ქორწინების მსხვერპლი ახალგაზრდა გოგონას შესახებ, რომელიც მშობლებმა თავიანთი ინტერესებისამებრ გამოიყენეს. ქორწინების გარიგება მოსკოვში შედგა, საფრანგეთში კი იურიდიულად გაფორმდა. ლეილამ ურთულესი ცხოვრება გამოიარა, იბრძოლა და სანამ არ გაიგებთ, რა შედეგი გამოიღო მისმა დაუმორჩილებლობამ, იქამდე რიგში დგომა არ მოგბეზრდებათ.

სუადი - „ცოცხლად დამწვარი“

„ცოცხლად დამწვარი“ კიდევ ერთი აღმოსავლელი ქალის ისტორიას მოგვითხრობს. ეს წიგნი რეალურ ამბავზეა დაფუძნებული და ქალთა ჩაგვრის წინააღმდეგ ერთგვარ პროტესტს წარმოადგენს. წიგნს ათასობით მკითხველი გაეცნო. მსოფლიოში უამრავი ადამიანი აღშფოთდა იმ დაუჯერებელი სისასტიკითა და უსამართლობით, რომლის შესახებაც „ცოცხლად დამწვარი“ მოგვითხრობს.

წიგნის მთავარი გმირი სუადი ბევრი სხვა ქალის მსგავსად, სისასტიკისა და წამების მსხვერპლი ხდება.

ართურ კონან დოილი - „საზღვაო ხელშეკრულება“

ეს ცნობილი დეტექტივის შერკოლ ჰოლმსის კიდევ ერთი ამაღელვებელი, ჩახლართული და საოცრად საინტერესო ისტორიაა. „საზღვაო ხელშეკრულება“ მოგვითხრობს სახელმწიფო მნიშვნელობის საიდუმლო დოკუმენტის დაკარგვის ისტორიას, რომელიც შერლოკ ჰოლმსმა მისი ლოგიკისა და დედუქციის მეთოდით უნდა იპოვნოს.

შტეფან ცვაიგი - „ფანტასტიკური ღამე“

და ბოლოს კლასიკოსის შტეფან ცვაიგის ცნობილი ნაწარმოები „ფანტასტიკური ღამე“ უნდა შემოგთავაზოთ. „ფანტასტიკური ღამე“ ახალგაზრდა კაცის ერთი ღამის ისტორიაა. მას პატარა, თითქოს უმნიშვნელო რამ შეემთხვევა და ექვს საათში მისი ცხოვრება სრულიად შეიცვლება.

ცვაიგმა თავიდან მოკლე მოთხრობების წერა დაიწყო, რამაც საქვეყნოდ ცნობილი და პოპულარული გახადა.

Gudabooks.ge აუდიოწიგნებისთვის შექმნილი პირველი ვებგვერდია, რომელიც მკითხველს საშუალებას აძლევს, პირადი აუდიობიბლიოთეკა შექმნას და მოუსმინოს წიგნებს ყველგან.

28 მაისს, ჟურნალ „გზასთან“ ერთად, ნიკოლოზ ტოტოღაშვილის „შვიდი მომაკვდინებელი გრძნობა” გამოიცემა

მაკულიტერატურის ფილიალებმა უცვლელ რეჟიმში დაიწყო მუშაობა

მოუსმინე წიგნებს: მიხაილ ბულგაკოვი "ოსტატი და მარგარიტა" (ოცდამეერთე თავი)