ავტორი:

გიგი უგულავამ და ირაკლი ოქრუაშვილმა საპატიმრო დატოვეს

გიგი უგულავამ და ირაკლი ოქრუაშვილმა საპატიმრო დატოვეს

"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ და თავდაცვის ყოფილა მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა საპატიმრო დატოვეს. როგორც ცნობილია, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გიგი უგულავას და ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალების აქტი გამოსცა.

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის გიგი უგულავას და თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალების აქტი გამოსცა.

ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

"მივიღე გადაწყვეტილება, გამოვცე უგულავასა და ოქრუაშვილის შეწყალების აქტი. სანამ მათი შეწყალება ძალაში შევა, მინდა მივმართო საზოგადოებას, რომლისთვისაც დღევანდელი ჩემი გადაწყვეყილება იოლად გასაგები არ იქნება და შესაძლოა, ვერც მაპატიოს",- განაცხადა პრეზიდენტმა.

დღეს საქართველოში ამინდი გაუარესდება

უკავშირდება თუ არა ბოლო დღეებში კორონავირუსით იფიცირებულთა რაოდენობის ზრდა შეზღუდვების მოხსნას - მარინა ეზუგბაიას პასუხი

საერთაშორისო საზოგადოება ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს