ავტორი:

"მადლობა ბატონ ბიძინა ივანიშვილს, რომ პანდემიის დროს თვითიზოლაციაში მამყოფა და შემინახა" - უგულავა

"მადლობა ბატონ ბიძინა ივანიშვილს, რომ პანდემიის დროს თვითიზოლაციაში მამყოფა და შემინახა" - უგულავა

მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ბატონ ბიძინა ივანიშვილს იმისთვის, რომ ამ პანდემიის დროს თვითიზოლაციაში მამყოფა და შემინახა, -ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ საპატიმროს დატოვების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

მან ასევე მადლობა გადაუხადა ბიძინა ივანიშვილს იმისთვის, რომ კარანტინის პერიოდში თვითიზოლაციაში იყო.

"ერთადერთი შემიძლია, ივანიშვილს მისთვის გასაგებ ენაზე ვუთხრა: როცა გეუბნებიან, რომ „ჩაინიკი“ ხარო, ერთი ადგილიდან ბოლი უნდა გამოუშვა. მთელმა მსოფლიომ უთხრა, რომ "ჩაინიკია" და შესაბამისად უნდა იმოქმედოს.

მე მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ბატონ ბიძინა ივანიშვილს იმისთვის, რომ ამ პანდემიის დროს თვითიზოლაციაში მამყოფა და შემინახა. "იმედზე" სპეციალური რუბრიკა ვნახე ივანიშვილისადმი მადლობის და სადმე სოფო კილაძესა და წულუკიანს შორის ჩამაკვეხეთ, დიდი მადლობა მას ამისთვის", - განაცხადა უგულავამ

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის გიგი უგულავას და თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალების აქტი გამოსცა.

"შეზღუდვები გვჭირდება, მაგრამ არ გვჭირდება საგანგებო მდგომარება და კომენდანტის საათი" - გიორგი გახარია

"ნათელაშვილი უგულავას ჯალათს უწოდებდა, მათი ზონდერები სასტიკად გვარბევდნენ..." - როგორ იცვალეს სახე პოლიტიკურმა ლიდერებმა?

LIVE "ნიუსრუმიდან" - ოთო კახიძე; ანა ნაცვლიშვილი