ავტორი:

საჩხერეში პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

საჩხერეში პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ საჩხერეში პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით ერთი პირი დააკავა. ამის შესახებ უწყების განცხადებაშია ნათქვამი.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის საჩხერის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1991 წელს დაბადებული ბ.გ., პოლიციელზე თავდასხმის ფაქტზე დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 15 მაისს ბ.გ-მ ურთიერთშელაპარაკებისას, მის თანამშრომელს - 1987 წელს დაბადებულ ხ.ც.-ს ცივი იარაღის გამოყენებით სხეულზე რამდენიმე ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მას გადაუდებელი სამედიცინო დახმარება გაეწია. ხ.ც.-ს ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღო.

იმავე დღეს საგამოძიებო ღონისძიების მიმდინარეობისას, ბ.გ.-მ საჩხერის პოლიციის რაიონული სამმართველოს შენობაში, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა საჩხერის პოლიციის თანამშრომელს.

გამოძიება ბ.გ.-ს მიმართ სისხლის სამართლის კოდექსის 2 მუხლით - 353-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით და 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით პოლიციელზე თავდასხმას და განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს" - ნათქვამია უწყებაში.

მამაკაცი სანადირო თოფით თავის მოკვლას აპირებდა, დაინახა პოლიციელები და მათი მიმართულებით გაისროლა - რა მოხდა იმერეთში?

გორში, 14 წლის მოზარდის მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით მამაკაცი დააკავეს

გორში, 13 წლის გოგოს სექსუალური ძალადობის ფაქტზე დაკავებულს ბრალი დაუმძიმდა - რა ინფორმაციას აქვეყნებს პროკურატურა?