ავტორი:

"თვალსაჩინოა სხვაობა ინფიცირებულებისა და გამოჯანმრთელებულებს შორის, გამოჯანმრთელებულები მკვეთრად აჭარბებენ" - ეზუგბაია

"თვალსაჩინოა სხვაობა ინფიცირებულებისა და გამოჯანმრთელებულებს შორის, გამოჯანმრთელებულები მკვეთრად აჭარბებენ" - ეზუგბაია

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირების 6 ახალი შემთხვევიდან 4-ის წყარო ცნობილია, 2 პაციენტის კვლევა კი მიმდინარეობს. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ზოგადი ინფორმაციით, არც ერთი ახალი შემთხვევის მდგომარეობა მძიმე არ არის.

“ამ ეტაპზე კოვიდცენტრებში 246 პაციენტი მკურნალობს. უკვე თვალსაჩინოა სხვაობა ინფიცირებულებისა და გამოჯანმრთელებულების რაოდენობას შორის, გამოჯანმრთელებულები მკვეთრად აჭარბებენ. ახალი ინფიცირებულებიდან 4-ის წყარო ცნობილია, საკარანტინე სივრციდან არსებული წყაროებიდან არიან და 2 პაციენტის კვლევა გრძელდება.

ჩვენს კლინიკაში ახალი პაციენტი არ შემოუყვანიათ, აქედან გამომდინარე, მათი მდგომარეობა არ ვიცი, მაგრამ ზოგადი ინფორმაცია მაქვს, რომ არცერთი პაციენტის მდგომაროება განსაკუთრებული სიმძიმით არ შეფასებულა. ყველა ინფიცირებული სრულწლოვანია. ჩვენს კლინიკაში 27 პაციენტი გვყავს.

26 ახალი გამოჯანმრთელებულიდან 9 ჩვენი პაციენტია. გვყავს მხოლოდ 1 მძიმე პაციენტი, რომელიც რეანიმაციულ განყოფილებაშია, ამ პაციენტთან მიღებული გაუმჯობესება სტაბილურია, რამდენიმე დღეც და ალბათ, მის მონაცემებზე განსხვავებული რანჟირებით დაგელაპარაკებით”, - განაცხადა ეზუგბაიამ.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 683-მდე გაიზარდა

წვიმა და ძლიერი ქარი - როგორია უახლოესი დღეების პროგნოზი

23 წლის ბექა გოგოლაძეს, რომელიც ავარიის შედეგად მძიმედ დაშავდა, დახმარება ესაჭიროება