ავტორი:

ნანუკა გუდავაძის ახალი ცხოვრება - როგორ შეიცვალა ყოფილმა მოდელმა ჩაცმის სტილი ბერა ივანიშვილზე გათხოვების შემდეგ

ნანუკა გუდავაძის ახალი ცხოვრება - როგორ შეიცვალა ყოფილმა მოდელმა ჩაცმის სტილი ბერა ივანიშვილზე გათხოვების შემდეგ

ნანუკა გუდავაძე 25 წლის ყოფილი მოდელია, რომელსაც ახლა საზოგადოება როგორც მილიარდელ ბიძინა ივანიშვილის რძალს, ისე იცნობს. 2018 წლის ნოემბერში ბერა ივანიშვილი დაქორწინდა. ცნობილი მამის რეპერი შვილის რომანების შესახებ მედიაში ხშირად ვრცელდებოდა ინფორმაცია, მაგრამ საბოლოოდ არჩევანი ნანუკაზე გააკეთა.

ნანუკა 14 წლის ასაკში პირველად გამოჩნდა პოდიუმზე, დიზაინერ ბიჭოლას ჩვენებაზე. მას შემდეგ გოგონა მოდის შესახებ ბლოგებს წერდა და პერიოდულად ჩვენებებზეც გამოდიოდა. აქტიურობდა ინსტაგრამზე, სადაც ხშირად აქვეყნებდა საკუთარ ფოტოებს, შორტებში და საცურაო კოსტიუმებში.

დაოჯახების შემდეგ ნანუკას ჩაცმის სტილი რადიკალურად შეიცვალა. ახალი გათხოვილი არჩევნებზე ოჯახის წევრებთან ერთად კოჭამდე სიგრძის დიდი პალტოთი გამოჩნდა, რამაც საზოგადოების გაოცება გამოიწვია.

ნანუკას ჩაცმის სტილი ძალიან დაემსგავსა დედამთილის, ეკატერინე ხვედელიძის ჩაცმის სტილს, რომელიც წელში გამოყვანილი კაბების ჩაცმითა და მკაცრი კოსტიუმებითაა ცნობილი. დუტის ქურთუკებისა და ჯინსების შემდეგ მოდელის გულშემატკივრებს უცნაურად ხვდებათ უეცრად დაქალებული გოგონა, თუმცა როგორც ჩანს, ახალი ცხოვრებით ნანუკა კმაყოფილია.

ახლა ძირითადად ტიკტოკზე ვიდეოების გადაღებითა და შვილის მოვლით არის დაკავებული. შეგახსენებთ, რომ მილიარდელმა მამამთილმა რამდენიმე თვის წინ სამშობიაროდ მინი საავადმყოფო მოუწყო. ივანიშვილების ოჯახმა რძლის მშობიარობისთვის სპეციალურად უცხოეთის წამყვანი ექიმებიც კი მოიწვიეს საქართველოში.

ნანუკა გუდავაძე ბერასთან ქორწინებამდე საქართველოს მორაგბეთა ნაკრების კაპიტნის, მერაბ შარიქაძის შეყვარებული იყო. წყვილის დაშორების შემდეგ გოგონა მალევე დაინიშნა ბერა ივანიშვილზე. თუმცა, ერთ-ერთ ინტერვიუში კაპიტანმა თქვა, რომ ბერა არ ყოფილა მათი დაშორების მიზეზი.

ბიძინა ივანიშვილის რძალი სამხრეთ კორეაში დასთან და შვილთან ერთად მოგზაურობს (ფოტოები)

"ერთი თვის წინ მაღალი ტემპერატურა აღენიშნებოდა და სავარაუდოდ დამალა" - ვინ არის 28 წლის გოგონა, რომელიც კორონავირუსით გარდაიცვალა

"ვნერვიულობდი, ბავშვი რომ სახლში არ მოდიოდა" - 10 წლის ბიჭი, რომელსაც გზა აებნა, პატრულმა სახლში დააბრუნა