ავტორი:

ბათუმის პლაჟზე ხალხმრავლობაა - ფოტოები საზღვაო კურორტიდან

ბათუმის პლაჟზე ხალხმრავლობაა - ფოტოები საზღვაო კურორტიდან

აჭარაში ტურისტული სეზონი ოფიციალურად ჯერ არ გამოცხადებულა, თუმცა ზღვის სანაპიროზე მოქალაქეთა განსაკუთრებული რაოდენობა უკვე შეინიშნება.

ბათუმის ბულვარის მიმდებარედ - პლაჟზე დილიდან ხალხმრავლობაა. ბათუმელები რუჯის მისაღებად სოციალურ დისტანციას იცავენ და ჯანდაცვის რეკომენდაციას პანდემიასთან დაკავშირებით ითვალისწინებენ.

ასევე ზღვაში შესვლასაც არ ერიდებიან. მათ მიაჩნიათ რომ ზღვაში ბანაობა სახიფათო არ არის. იგივეს ამბობენ სპეციალისტებიც.

ბათუმში "კლინიკა" მედალფას კლინიკური მენეჯერი ამბობს, რომ ზღვაში ბანაობა რაიმე საფრთხის შემცველი არ არის და ზღვის წყლით კორონავირუსი არ ვრცელდება...

აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე კი მოსახლეობას მოუწოდებს, რომ სანაპიროზე დიდხანს ნუ გაჩერდებიან.

აჭარის კურორტებზე დღეს ჰაერის ტემპერატურა 26 გრადუსამდე აღწევდა.

ტაქსის მძღოლები, პირბადის გამოყენებაზე უარის თქმის შემთხვევაში, დაჯარიმდებიან

"აგვისტოში შემოვიტანთ PCR ტესტირების აპარატს, რომელიც 24 საათში 1300 ტესტს აკეთებს" - საქართველომ შესაძლოა, სწრაფი ტესტები აღარ გამოიყენოს

"ახლა ერთადერთი რამ სურს: დატკბეს ოჯახით და ქართული ღვინით..." - ამერიკელს, რომელსაც სიცოცხლის რამდენიმე კვირა დარჩა, უკანასკნელი თხოვნა ქართულად აუსრულეს