ავტორი:

გადაამოწმეთ ხართ თუ არა კომპენსაციის მიმღებთა რეესტრში - შემოსავლების სამსახურმა საძიებო სისტემა შექმნა

გადაამოწმეთ ხართ თუ არა კომპენსაციის მიმღებთა რეესტრში - შემოსავლების სამსახურმა საძიებო სისტემა შექმნა

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს ახალი პროგრამული უზრუნველყოფა www.rs.ge დაემატა, რომელიც მომხმარებელს შესაძლებლობას მისცემს თავად გადაამოწმოს კომპენსაციის მიმღებთა რეესტრი.

როგორც AMBEBI.GE-ს შემოსავლების სამსახურიდან აცნობეს, დაინტერესებული პირი საძიებო სისტემაში პირადი ნომრის და ორგანიზაციის საიდენტიფიკაციო კოდის შეყვანის შემდეგ მარტივად გადაამოწმებს, უკვე წარმოადგინა თუ არა მონაცემები დამსაქმებელმა.

„გადამოწმების პროცესის დასრულების შემდეგ, დამქირავებლის მიერ განცხადებაში მითითებულ მობილურ ნომერზე, პირს მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით მიუვა ინფორმაცია არის თუ არა კომპენსაციის მიმღებთა რეესტრში. აღნიშნული სერვისით მომხმარებელი შეძლებს, იმ შემთხვევაში დაამყაროს კომუნიკაცია დამსაქმებელთან, თუ დაადგენს, რომ მისი მონაცემები ჯერ კიდევ არ არის წარდგენილი შემოსავლების სამსახურში კანონმდებლობით განსაზღვრული წესით, კომპენსაციის მისაღებად“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, რომ დამსაქმებელმა კომპანიებმა, ყოველი თვის 15 რიცხვის ჩათვლით, 6 თვის განმავლობაში, უნდა წარმოადგინონ იმ დაქირავებულ პირთა სია, რომლებიც დაქირავებით საქმიანობას ეწეოდნენ 2020 წლის პირველი სამი თვიდან (იანვარი, თებერვალი, მარტი) რომელიმე ერთ თვეს მაინც, იღებდნენ ხელფასს და საგანგებო მდგომარეობის პერიოდში შეუწყდათ ან შეუჩერდათ შრომითი ურთიერთობა. დამქირავებელს განაცხადის წარუდგენლობის ან არასწორად წარდგენის შემთხვევაში, ეძლევა დამატებით 5 დღე, რათა დააზუსტოს და წარმოადგინოს ახალი განაცხადი. შესაბამისად ეს ვადა 20 რიცხვის ჩათვლით ექნებათ.

"დამსაქმებელი კომპანიების მიერ კომპენსაციის გაცემისთვის საჭირო ელექტრონული განაცხადის ფორმა და შევსების წესი შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულებზე: eservices.rs.ge

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ დაუკავშირდეთ შემოსავლების სამსახურის საინფორმაციო სატელეფონო ცენტრს: 2 299 299 ან მოგვწეროთ ელექტრონულ მისამართზე info@rs.ge

აქვე გაცნობებთ, რომ კომპენსაციების მიმღები თვითდასაქმებული პირები უნდა ეწვიონ ჯანდაცვის სამინისტროს ვებგვერდს, სადაც სარეგისტრაციო პორტალის compensation.moh.gov.ge მეშვეობით 1 ივლისამდე გაივლიან რეგისტრაციას. ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზის ნომერია 1505. ცნობისთვის, პორტალზე რეგისტარციის ვალდებულება გააჩნიათ მხოლოდ თვითდასაქმებულებს. დაქირავებით დასაქმებულებს, აღნიშნული რეგისტრაციის გავლის ვალდებულება არ აქვთ" , - ნათქვამია ინფორმაციაში.

"მუშახელი ჭირს, თვითონ მიწევს ყველაფერის კეთება... მომავალ წელს მასშტაბურ აგროსკოლას შევქმნით" - ბიომეურნე წნორიდან, რომელიც ბავშვებს ბიოპროდუქტების მოყვანას ასწავლის

"ადგილი, სადაც პანდემიისგან დაისვენებ" - რას წერს Washington Post-ი საქართველოს შესახებ

მოლებში კინოთეატრები, გასართობი ცენტრები და კვების ობიექტები არ გაიხსნება