ავტორი:

"რურუასაც გაუშვებენ... სახელმწიფომ დიდი ამნისტია უნდა გააკეთოს" - მეუფე იაკობი უგულავას და ოქრუაშვილის შეწყალებაზე

"რურუასაც გაუშვებენ... სახელმწიფომ დიდი ამნისტია უნდა გააკეთოს" - მეუფე იაკობი უგულავას და ოქრუაშვილის შეწყალებაზე

უგულავას და ოქრუაშვილს უშუალოდ პოლიტპატიმრებად არ ვთვლიდი, მაგრამ პოლიტიკა რომ ჩარეული იყო მაგაში ჩანდა, - ამის შესახებ ბოდბელმა ეპისკოპოსმა იაკობმა გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილის პატიმრობიდან გათავისუფლების საკითხზე საუბრისას განაცხადა.

ეპისკოპოსი ფიქრობს, რომ უახლოეს პერიოდში, სავარაუდოდ, საპატიმროს გიორგი რურუაც დატოვებს. მის დაპატიმრებას მეუფე იაკობი ტელევიზიას უკავშირებს.

„უშუალოდ პოლიტპატიმრებად არ ვთვლიდი (უგულავას და ოქრუაშვილს), მაგრამ პოლიტიკა რომ ჩარეული იყო მაგაში ჩანდა, ხომ არ მოგატყუებთ ახლა. თუნდაც, ტელევიზია ავიღოთ, "მთავარი" ავიღოთ, რურუა არც ვიცოდი ტელევიზიის მეწილე რომ ყოფილა. მე პირადად, რასაც ვფიქრობ, ტელევიზიის გამო მოხვდა ციხეში. მაგი მასეა. ჩემთვის, ჯვარი მწერია, უგულავა და ოქრუაშვილი მისაბაძები არ არიან, ბევრი ვიცი და იმიტომ გეუბნებით.

რურუასაც გაუშვებენ, ტელევიზიაზე რომ მაგის მეპატრონეობა არ ყოფილყო, ვის სჭირდებოდა? აქამდე დაიჭერდნენ დაჭერა, რომ ნდომებოდათ. ვერ დაიჭერდნენ?“- აღნიშნა ეპისკოპოსმა.

მისივე თქმით, ამ პირების გათავისუფლების შემდეგ ხელისუფლებამ ამნისტია უნდა გამოაცხადოს.

"მივულოცე გათავისუფლება და ნებისმიერს მივულოცავ და სახლმწიფოს თუ თავის ხალხის სიყვარული აქვს, რადგან ეს მოხდა, მე ვფიქრობ, რომ დიდი ამნისტიაც უნდა გააკეთონ და ბევრი ადამიანი გამოუშვან ციხიდან. მაგენი რომ გამოუშვან შეიძლება ამერიკელებისთვის ბევრი პოლიტიკური დევნილი იყოს, ან რუსებისთვის, ან ევროპელებისთვის, მაგრამ რისთვის არის და რისთვის იძახიან ისინი, რომ პოლიტიკური დევნილები არიან - შეიძლება, ხელისუფლების რაღაც არ მოსწონთ და თუნდაც მაგათ გამო აღიარებენ პოლიტიკურ დევნილად“, - განაცხადა მეუფე იაკობმა.

ეთერშია თოქ-შოუ "360 გრადუსი"

თბილისის მერიის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

LIVE - ეთერშია გადაცემა "რეზიუმე"