ავტორი:

მაშველებმა ბათუმში, ზღვის ნაპირზე ბეტონის ფილაზე შემორჩენილი ქალი და ძაღლი გადაარჩინეს (ფოტოები)

მაშველებმა ბათუმში, ზღვის ნაპირზე ბეტონის ფილაზე შემორჩენილი ქალი და ძაღლი გადაარჩინეს (ფოტოები)

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ბათუმში მაშველებმა ზღვის ნაპირზე ბეტონის ფილაზე შემორჩენილი ქალი და მისი ძაღლი გადაარჩინეს.

"საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ში შემოსული ინფორმაციის თანახმად, ბათუმში, ზღვის ნაპირზე ბეტონის ფილაზე მოქალაქე ძაღლთან ერთად იყო შემორჩენილი და ესაჭიროებოდა მაშველების დახმარება.

ადგილზე სახანძრო-სამაშველო ჯგუფები უმოკლეს დროში გამოცხადდნენ და ახალგაზრდა ქალი, ოთხფეხა მეგობართან ერთად, უსაფრთხო ადგილზე სპეციალური აღჭურვილობის მეშვეობით უვნებლად ამოიყვანეს.

მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე აღარ ემუქრება". - ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

Fuckup Nights Tbilisi ახალი კონცეფციით, ახალი დიზაინით და ბევრი საინტერესო სიახლით ბრუნდება

"უცხოეთიდან არაერთი მეცნიერი ჩამოსულა მის სანახავად, ვერავინ დაადგინა რა ჯიშია" - 300-წლოვანი ვაზი წინანდალში, რომელიც ევრაზიის სამეულშია

NASA COVID-19-თან ბრძოლაში კიდევ უფრო აქტიურად ერთვება!