ავტორი:

მაკულიტერატურის ფილიალებმა უცვლელ რეჟიმში დაიწყეს მუშაობა

მაკულიტერატურის ფილიალებმა უცვლელ რეჟიმში დაიწყეს მუშაობა

13 მაისიდან თბილისისა და რუსთავის მაკულიტერატურის ფილიალები გაიხსნა. 15 მაისიდან მუშაობა განაახლა ქუთაისის ფილიალმაც. მაკულატურის ჩაბარება შესაძლებელია ყოველდღე, კვირის გარდა, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე. აღნიშნულ პუნქტებში შესაძლებელია მაკულატურა გადაიცვალოს ნერგებში (1კგ მაკულატურა = 1 ნერგს), რომლითაც შემდეგ მომხმარებელი ახალ წიგნებს შეარჩევს.

პროექტი „მაკულიტერატურა“, საშუალებას გაძლევთ, შეიტანოთ თქვენი წვლილი გარემოს დაცვაში და გაცვალოთ უსარგებლო მაკულატურა სრულიად ახალ წიგნებში.

„ჩვენ ვითვალისწინებთ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებს, ყველასთვის უსაფრთხოა მაკულატურის ოფისებში მისვლა, სადაც აუცილებელია პირბადის გამოყენება. ორი თვე გავიდა, რაც ჩვენი ოფისები დაიხურა და ალბათ სახლში ყველას ბევრი მაკულატურა დაგვიგროვდა. ამ პერიოდის განმავლობაში, ბევრი წერილიც შემოგვდიოდა, სადაც გვწერდნენ, რომ უამრავი ძველი რვეული, წიგნი, გაზეთი თუ სხვა უსარგებლო ქაღალდი მოაგროვეს, რისი გადაცვლაც სურდათ ახალ წიგნებში. "მაკულიტერატურა" "პალიტრა L"-ის პროექტია, რომელიც 2012 წლიდან მრავალ ოჯახს დაეხმარა პირადი ბიბლიოთეკების შექმნაში. გარდა ამისა, პროექტი გარემოს მიმართ ეკოდამოკიდებულებითაც გამოირჩევა. ეს არის პროექტი, რომელიც ერთდროულად რამდენიმე მიმართულებით სასარგებლო საქმეს ემსახურება - შეგიძლიათ უსარგებლო ქაღალდი მაკულატურაში ჩააბაროთ, გადაარჩინოთ გარემო და განაახლოთ საკუთარი ბიბლიოთეკა. მიხარია, რომ ისევ შევძლებთ ჩვენს მომხმარებლებთან შეხვედრას“, - ანანო თავხელიძე, მარკეტინგის ხელმძღვანელი.

„2012 წლიდან 2019 წლამდე 17მილიონზე მეტი ხე სწორედ მომხმარებლის მიერ მოტანილმა მაკულატურამ გადაარჩინა, დროა, თვიდან დავიწყოთ გადარჩენილი ხეების ათვლა და გადავახალისოთ ძველი ბიბლიოთეკა. თქვენ მიერ მოტანილი მაკულატურა დაანგარიშდება, გადმოგეცემათ ბარათი, სადაც ჩაირიცხება ნერგების სახით კილოგრამები, ეს ნერგები შეგიძლიათ დააგროვოთ ბარათზე ან ადგილზე შეარჩიოთ სასურველი წიგნი და გადაცვალოთ შესაბამის ნერგებში. წიგნებს მინიჭებული აქვს შესაბამისი კილოგრამი ანუ ნერგი, რის საშუალებითაც, არჩევთ თქვენთვის სასურველ ლიტერატურას. ჩვენს მაღაზიაში “პალიტრა L”-ის თითქმის ყველა გამოცემის წიგნი დაგხვდებათ: საბავშვო-საყმაწვილო გამოცემების დიდი არჩევანი, თანამედროვე ბესტსელერები თუ მსოფლიო კლასიკა, ქართველი ავტორები, სამაგიდო წიგნები, თინეიჯერების საკითხავი თუ ბიზნესლიტერატურა. მომხმარებლებს ყოველთვის აქვთ დიდი არჩევანი, მაგალითად „დიდი მხატვრების“ სერიის ნებისმიერ წიგნს სულ რაღაც 40 კგ მაკულატურაში გადაცვლით, გოდერძი ჩოხელის მოთხრობების ილუსტრირებული გამოცემის სანაცვლოდ 60 ნერგს გახარჯავთ, ბესტსელერებს 50 ნერგი სჭირდება,პაზლები ზღაპრებით 32 ნერგი,დისნეის სერია ბავშვებისთვის 48 ნერგი, სერია „ბიზნეს გენია“ 20 ნერგი და ა.შ.

მინდა, გახსოვდეთ, ჩვენ არამარტო გარემოსა და ბიბლიოთეკის განახლებაზე ვზრუნავთ, თქვენ მიერ მოტანილ წიგნებს, რომლებიცთითოეული ჩვენგანისთვის ძალიან ძვირფასია და ისტორიას ატარებს,ახალ სიცოცხლეს ვჩუქნით და ეროვნულ ბიბლიოთეკაში ვაბინავებთ სრულიად ახალი ფორმატით“, - დეა ჯავახიშვილი, „მაკულიტერატურის“ პროექტის მენეჯერი.

ოფისების გახსნასთან ერთად, განახლდა იმ წიგნების ჩამონათვალი, რომლის გადაცვლასაც შეძლებთ მაკულატურაში

გახსოვდეს! ერთი ტონა მაკულატურის გადამუშავება 17 ხეს გადაარჩენს!

ეს მნიშვნელოვანი პროექტია მათთვის, ვისაც წიგნიც უყვარს და ბუნებაც!

10 წიგნი ზაფხულისთვის, რომელიც არ უნდა გამოგრჩეთ

29 ივნისიდან, გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ერთად, სპეციალურ ფასად აგათა კრისტის "მკვლელობები ანბანის მიხედვით" გამოვა

ზაფხულში საკითხავი ტოპ 10 წიგნი მხატვრული ლიტერატურის მოყვარულებისათვის