ავტორი:

ოქრუაშვილი: "ივანიშვილს სამი არჩევანი აქვს - კარგი, ცუდი და ძალიან ცუდი. ძალიან ცუდი არჩევანი იქ გადასვლაა, სადაც მე და გიგი ვიყავით"

ოქრუაშვილი: "ივანიშვილს სამი არჩევანი აქვს - კარგი, ცუდი და ძალიან ცუდი. ძალიან ცუდი არჩევანი იქ გადასვლაა, სადაც მე და გიგი ვიყავით"

პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერის ირაკლი ოქრუაშვილის განცხადებით, მას ბიძინა ივანიშვილისთვის მხოლოდ კარგი უნდა. როგორც ოქრუაშვილი აცხადებს, ივანიშვილის სულ 3 არჩევანი აქვს - კარგი, ცუდი და ძალიან ცუდი.

„ბიძინა ივანიშვილისთვის მინდა მხოლოდ კარგი. მას აქვს 3 არჩევანი - კარგი, ცუდი და ძალიან ცუდი. მე მას მხოლოდ კარგს ვუსურვებ. კარგი არის ხელისუფლების ცვლილების შედეგად ოპოზიციაში გადასვლა; ცუდი არის პოლიტიკის და ქვეყნის დატოვება; ძალიან ცუდი არის იქ გადასვლა, სადაც გუშინ მე და გიგი ვიყავით. ის რას აირჩევს, მე ვერ გეტყვით, ხანდახან მისი ქმედებები ლოგიკაში არ ჯდება,“ - აღნიშნა ირაკლი ოქრუაშვილმა „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში ოპოზიციის შეხვედრაზე.

"ლეიბორისტული პარტიის" ოფისში საარჩევნო სისტემის ცვლილებებთან დაკავშირებით ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები არიან შეკრებილნი.

"ჩვენი ეპიდემიის საწინააღმდეგო სისტემა საქართველოზე უკეთესია" - სომხეთის ჯანდაცვის მინისტრი

LIVE: 360 გრადუსი - ალეკო ელისაშვილი, თინა ბოკუჩავა, ენძელა მაჭავარიანი

70 წლისა და მეტი ასაკის ადამიანებისთვის სახლიდან გასვლის აკრძალვა იხსნება