ავტორი:

"ის უამრავი იმედდაკარგული ქალისთვის მაგალითი უნდა გახდეს" - ქუთაისში 52 წლის ქალს პირველი შვილი შეეძინა

"ის უამრავი იმედდაკარგული ქალისთვის მაგალითი უნდა გახდეს" - ქუთაისში 52 წლის ქალს პირველი შვილი შეეძინა

ქუთაისში ხონელიძის კლინიკაში 52 წლის ქალს პირველი შვილი შეეძინა. მედიკოსების თქმით, დოდო გიორგაძე და მისი ჩვილი თავს კარგად გრძნობენ. ინფორაციას კლინიკა საკუთარ გვერდზე ავრცლებს, მათი თქმით, შემთხვევა კარგი მაგალითია იმედდაკარგული ქალებისთვის.

"ქვეყნად მოავლინა პირველი შვილი, ჯანმრთელი გოგონა ლუსი ოდილავაძე. ბედნიერი დედა და ახალშობილი თავს მშვენივრად გრძნობენ. ორსულობის 9 თვიანმა პერიოდმა უპრობლემოდ ჩაიარა.

ულამაზესი ლუსი ნამდვილად ღვთის საჩუქრია. ქალბატონი დოდო უამრავი იმედდაკარგული ქალბატონის მაგალითი უნდა გახდეს. თანამდროვე სამყაროში შეუძლებელი თითქმის არაფერია. მთავარია გწამდეთ, გჯეროდეთ და არასდროს დანებდეთ "- წერია სამშობიარო სახლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

"შეიძლება, არ გვსიამოვნებს, მაგრამ გარკვეული შეზღუდვები დარჩება" - ამირან გამყრელიძე

რა უნდა გაითვალისწინოს მოსახლეობამ, როცა საზოგადოებრივი ტრანსპორტი ამუშავდება - ხათუნა ზახაშვილის განმარტება

LIVE: დღის მნიშვნელოვანი ამბები "საღამოს ნიუსრუმში"