ავტორი:

როდის განაახლებენ მუშაობას სავალუტო ჯიხურები

როდის განაახლებენ მუშაობას სავალუტო ჯიხურები

საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის, რომან კაკულიას განცხადებით, სავალუტო ჯიხურები საგანგებო მდგომარეობის დასრულების შემდეგ გაიხსნება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურიდან აცნობეს, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ ვალუტის გადამცვლელი პუნქტების გახსნასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ახლო მომავალში აღნიშნული ბიზნესი ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდება.

„პირდაპირ დღე შეიძლება ვერ დაგისახელოთ, მაგრამ ცხადია ეს ბიზნესიც და ეს შესაძლებლობაც დაბრუნდება ჩვეულ რეჟიმში, როგორც იყო ადრე. დღეს, ახლა ვერ დაგისახელებთ, მაგრამ როგორც კი საგანგებო მდგომარეობა დასრულდება, ვფიქრობ, რომ ძალიან მალე“ , - აღნიშნა რომან კაკულიამ.

როგორ აისახება თქვენს საკრედიტო ისტორიებზე 3-თვიანი საშეღავათო პერიოდით სარგებლობა

რომელი სალონები ვერ გაიხსნება დღეიდან

გადაამოწმეთ ხართ თუ არა კომპენსაციის მიმღებთა რეესტრში - შემოსავლების სამსახურმა საძიებო სისტემა შექმნა